მეხანძრე-მაშველ ალექსანდრე შუკვანს World Run-ის კეთილი ნების ელჩის სტატუსი მიენიჭა

ალექსანდრე შუკვანი პირველი მეხანძრე-მაშველია, რომელსაც World Run-ის კეთილი ნების ელჩის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

ალექსანდრე შუკვანმა გასული წლის ზაფხულში თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრისას 9 თვის ჩვილი გადაარჩინა. "ჩემთვის დიდი პატივია ვიყო მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩი. ჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელება უმნიშვნელოვანესია და განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ქველმოქმედებას ეხება. ყველას მოვუწოდებ, რომ გახდნენ წლევანდელი World Run-ის მონაწილეები“, - აცხადებს ალექსანდრე შუკვანი.

Wings for Life World Run უნიკალური მარათონია - სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები ერთად მონაწილეობენ საქველმოქმედო გარბენში. ღონისძიება 5 მაისს, 15:00 საათზე ლოპოტას ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს სტარტს. მეხანძრე-მაშველები გარბენში მონაწილეობას ტრადიციულად წელსაც მიიღებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?