საქართველოში ამჟამად 1 600-მდე ელექტრომობილი მოძრაობს

საქართველოში, ელექტრომობილებისთვის 5 ახალი სწრაფი დამტენი დამონტაჟდა, - ამის შესახებ E-space-ს გენერალურმა დირექტორმა სულხან გვალიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. შესაბამისად, თუ აქამდე ელექტროდამტენების რაოდენობა 55 (მათ შორის, 1 სწრაფი) იყო, ახლა უკვე 60-ს შეადგენს.

მისივე ინფორმაციით, ახალი სწრაფი დამტენები ექსპლუატაციაში თებერვლის ბოლოს შევა, მას შემდეგ რაც ინსპექტირებას გაივლის. რაც შეეხება ლოკაციებს, დამტენები ძირითადად ავტობანზე განთავსდა.

„ამ დროისთვის კიდევ 5 სწრაფი დამტენი დავამატეთ და მათი რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. უსაფრთხოების შემოწმების მიზნით, თებერვალის შუა რიცხვებში მათი ინსპექტირება მოხდება და თებერვლის ბოლოდან ხუთივე სწრაფი დამტენი ექსპლუატაციაში შევა, ანუ ამუშავდება.

როგორც იცით, დღეს ერთი სწრაფი დამტენი უკვე მუშაობს ავტობანზე, გორთან, „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურთან, მეორე დავამატეთ იქვე, მოპირდაპირე მხარეს, „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურთან. მესამე არის ზესტაფონში, მეოთხე ზესტაფონის გამოსასვლელში, „ნეოგაზის“ სადგურთან, მეხუთე დაფნარის ტერიტორიაზე და მეექვსე ბათუმის გამოსასვლელში“,- განაცხადა სულხან გვალიამ.

რაც შეეხება ელექტრომობილებს, მისივე თქმით, 2018 წლის მეოთხე თვეში საშუალოდ, 40-50 ერთეული შემოდიოდა. საერთო ჯამში, დაახლოებით, 150 მანქანა კიდევ შეემატა ავტოპარკს და დღეს ქვეყანაში 1 600-მდე ელექტრომობილი მოძრაობს.

ცნობისათვის, 2018 წლის დეკემბერში ელექტრომობილების მიერ მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 17,061 კილოვატი შეადგინა, რაც ნოემბერთან შედარებით, 145 კილოვატით მეტია. წლის დასაწყისში ანუ 2018 წლის იანვარში კი ეს მონაცემი მხოლოდ 9,144 კილოვატი იყო. E-space-ის ინფორმაციით, ჯამში, გასული წლის მე-4 კვარტალში ელექტრომობილების მიერ მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 52,489 კილოვატი, ხოლო ავტომობილების დამუხტვის რაოდენობამ 6,529 ტრანზაქცია შეადგინა.

იხილეთ სტატია

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს