ნაზი ჯანეზაშვილი - ოპოზიციასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო „კლანის" მმართველობას, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადებით, პარლამენტში ოპოზიციის წევრებთან შეხვედრაზე „სასამართლოში კორუფციის სავარაუდო არსებობაზე“ ისაუბრეს. საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე „კლანის" მიერ სასამართლოს მმართველობას, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობას სეროზულ საფრთხეს უქმნის.

"ჩვენ ვისაუბრეთ კორუფციის რისკებზე, რადგან მათ ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და სასამართლოზე,სადაც კორუფციის ძალიან მაღალი რისკებია. ბოლო დროს გამოქვეყნდა NDI-ის კვლევაც, სადაც ასევე საუბარია, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციის შესახებ ადამიანებს სმენიათ. გვახსოვს სხვა კვლევები, რომელიც წარსულში გამოქვეყნდა, ასევე კორუფციაზე საუბრობს. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რათა შესწავლილი იქნას ნამდვილად არის თუ არა კორუფცია სასამართლოში და თუ არის, უნდა მოჰყვეს სერიოზული რეაგირება. ასევე საუბარი გვქონდა იმ მოსამართლეებზე, რომლებიც სასამართლო სისტემაში უვადოდ არიან დანიშნულები და ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა მექანიზმით უნდა მოხდეს სამამავლოდ დანიშვნები იმისთვის, რომ ეს იყოს სანდო. უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება არის დღეისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო თემა. ის საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ პარლამენტს, ეს მოდელი მათ მოსწონთ, თუმცა შემადგენლობასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ,რომ კარგი იქნება თუკი უფრო მრავალფეროვანი გახდება და ამ ჯგუფში საერთაშორისო ორგანიზაციებიც შემოვლენ. ვფიქრობ, ღირს ამაზე მსჯელობა. სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობა გვექნება ყველა დაინტერესებულ მხარესთან", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო