დავით ბაქრაძე - საბანკო რეგულაციების გამკაცრებით, შეჩერდება ეკონომიკური ზრდა, დაზიანდება საბანკო და სამშენებლო სექტორი, გაიზრდება უმუშევართა რიცხვი

„ევროპული საქართველოს’’ ლიდერი დავით ბაქრაძე საბანკო რეგულაციების გამკაცრებას ეხმიანება.

დავით ბაქრაძის თქმით, შეჩერდება ეკონომიკური ზრდა, დაზიანდება საბანკო და სამშენებლო სექტორი, გაიზრდება უმუშევართა რიცხვი და დაზარალდება ხალხი, რომელიც კრედიტით და განვადებით პირობების გაუმჯობესებას ვეღარ მოახერხებს.

„ეს არის ტიპიური მოქმედება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, როდესაც, ვითომ ერთი პრობლემის მოსაგვარებლად იღებენ ისეთ პოლიტიკას, რომელიც აზიანებს ბევრ სხვა მიმართულებას, ამ საბანკო რეგულაციებით ვითომ უნდა შეემცირებინა სიღარიბე, სინამდვილეში მივიღებთ იმას, რომ შეჩერდება ეკონომიკური ზრდა, დაზიანდება ყველა მოქმედი მაღაზია, რომელიც მუშაობს საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვაზე. დაზიანდება სამშენებლო და საბანკო სექტორი, რომლის დაკრედიტირების კოეფიციენტი დაახლოებით ათჯერ არის შემცირებული და რაც ყველაზე მეტად მთავარია, დაზიანდება ხალხი, რადგან ბევრ ოჯახს აღარ ექნება საშუალება განვადებით იყიდოს, თუნდაც საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

ახლად შექმნილ ოჯახებს ვეღარ ექნებათ კრედიტით და განვადებით პატარა ბინის და ცალკე ცხოვრების საშუალება. ადამიანები დარჩებიან უმუშევრები, რადგან ორგანიზაციები თანხის დასაზოგად, პირველ რიგში თანამშრომლების შემცირებას განახორციელებენ.

ეს არის ტიპიური „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, როდესაც ერთი პრობლემის მოგვარების მაგივრად ქმნიან ახალ პრობლემებს, ზრდიან უმუშევრობას და ეკონომიკურ შეფერხებას’’, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო’’ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო