დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპატრიარქოსთან აქცია მიმდინარეობს

დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპატრიარქოს შენობის წინ აქცია მიმდინარეობს, რომელსაც ორგანიზებას ბრალდებულის ოჯახის წევრები და ახლობლები უწევენ.

როგორც „ინტერპრესენიუსს“ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ განუცხადა, მისი ძმა უდანაშაულოა და ის შეეწირა საპატრიარქოს გარკვეული ჯგუფებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შეთქმულებას. თორნიკე მამალაძის თქმით, მძიმეა დეკანოზის როგორც ფიზიკური, ისე სულიერი მდგომარეობა.

მისივე განცხადებით, იმ მიზნით, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დღევანდელი აქციის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდეს, საპატრიარქოს შესასვლეთან დააყენეს ავტომობილი, რათა პატრიარქმა შენობიდან აქციის მონაწილეები ვერ შეამჩნიოს.

„ჩვენ აქ უკვე რამდენიმე დღეა ვმართავთ აქციას, რათა მამა გიორგი აზიარონ, ვინაიდან ეს მისი სულისთვის არის უმნიშვნელოვანესი. სამწუხაროდ, ამ დრომდე გამოხმაურება ჩვენ საპატრიარქოსგან არ გვქონია. მე კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ჩემი ძმა არის უდანაშაულო და ბრალდება, რომელიც მას აქვს წარდგენილი, არ შეესაბამება სიმართლეს. სწორედ ამიტომ არის, რომ საქმეში ძალიან ბევრი უზუსტობა და დარღვევაა, რაც იკვეთება მისი დაკავების მომენტიდან სამართლო პროცესების დასრულებამდე. იმედი გვაქვს, სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს შესაბამის განაჩენს და ამით დამტკიცდება გიორგი მამალაძის უდანაშაულობა. სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენ სამართალი ვერ ვიპოვეთ“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

აქციას, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსთან მიმდინარეობს, ასევე შეუერთდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა