პარლამენტის კომიტეტმა ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტს დაგროვებითი პენსიის ალტერნატიული მოდელის შესახებ, მხარი არ დაუჭირა

დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტს დაგროვებითი პენსიის ალტერნატიული მოდელის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს. კანონპროექტს მხარდაჭერა მხოლოდ 3-მა დეპუტატმა გამოუცხადა. სხდომის დასრულების შემდეგ ნაცვლიშვილის სქემის ხარვეზებზე კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ისაუბრა.

„კანონპროექტმა სათანადო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. აქ იყო შეკითხვები საპენსიო ფონდს მიბმულ ბინათმშენებლობის პროცესში თანხების შემოტანაზე, გათვალისწინებული არ იყო ბიუჯეტს რაც აწვება გადასახადის წილი, შეკითხვები იყო ასევე სანდოობასთან გრძელვადიან პერსპექტივაში. შეკითხვები იყო რამდენად არის გათვალისწინებული ეკონომიკის ზრდის ტემპი. მთლიანობაში ამ საკითხებზე მსჯელობის შედეგად, პროექტმა სათანადო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. პირადად მე, ჩამოთვლილი მიზეზების გამო არ დავუჭირე მხარი", -განაცხადა რომან კაკულიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა