“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” ჭონქაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა განაახლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა 1 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელი. სისტემის სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდა.

„ჭონქაძის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს კომპანია ხვალ, 13 თებერვალს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება. ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 13 თებერვალს, 20:00 საათიდან, 14 თებერვლის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: მთაწმინდა-კრწანისის რაიონებში: ჭონქაძის, ინგოროყვას, ასათიანის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge “, - ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს