მაკედონია  ოფიციალურად გახდა ჩრდილოეთ მაკედონია

ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია ოფიციალურად გახდა რესპუბლიკა ჩრდილოეთ მაკედონია მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილება ქვეყნის სახელის შეცვლაზე ოფიციალურ მაცნეში გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 11 თებერვალს სახელმწიფო უწყებებზე ქვეყნის ახალი დასახელების აბრების განთავსება დაიწყო.

იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, საბერძნეთსა და მაკედონიას შორის მაკედონიის სახელთან დაკავშირებით დავა არსებობდა. ოფიციალური ათენი ქვეყნის სახელის შეცვლას მოითხოვდა. აღნიშნულის გამო საბერძნეთი მაკედონიის ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებას ბლოკავდა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელის შეცვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება დაამტკიცა, ნატო-ს 29 წევრმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა პროტოკოლს აწ უკვე რესპუბლიკა ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს