ნათია მიქელაძე - უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრად პრეზიდენტის ყოფნის საშუალებას არსებული საკანონდებლო სივრცე არ იძლევა

უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ მოქმედ წევრად პრეზიდენტის გათვალისწინების საშუალებას არსებული საკანონდებლო სივრცე არ იძლევა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ განაცხადა.

"პრეზიდენტის საბჭოს შემადგენლობაში მუდმივ მოქმედ წევრად გათვალისწინება, დღევანდელი კონსტიტუციური მოდელიდან და უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, რაც პრეზიდენტს გააჩნია, ვერ იქნება გაზიარებული. ამ საკითხზე ყველა ვთანხმდებით და ახსნის შემდეგ კითხვის ავტორებისთვისაც ეს ნათელი გახდა.

თავის დროზე, როცა ჩვენ ამ კანონპროექტს ვამუშავებდით, ეს საკითხი დასმული და განხილული იყო, თუმცა ის საკანონმდებლო სივრცე რაც დღეს გვაქვს, ამის საშუალებას არ იძლევა.

რაც შეეხება საბჭოს მდივანს, იგი ჩვენი წარმოდგენილი ვერსიით იქნება ერთ- ერთი მუდმივმოქმედი წევრი და მისი დანიშვნა იქნება პრემიერის პრეროგატივა. პრემიერი გადაწვეტს, თუ ვის დაკისრებს საბჭოს მდივნის ფუნქციას, რადგან მოგეხსენებათ ეს საბჭო არის პრემიერის სათათბირო ორგანო, შესაბამისად, საბჭოს მდივნის ფუნქციები შემოიფარგლება კოორდინაციით და საბჭოს ორგანიზებით. საბჭოს მდივნის ფუნქცია წარმოდგენილი ვერსიით არ არის ისეთი უფლებამოსილი, როგორიც იყო მაგალითად, თავის დროზე უშიშროების საბჭოს მდივნის უფლებამოსილებები, შესაბამისად, იმ პროექტს, რასაც ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტს, ვთვლით, რომ ამ მოდელს აბსოლუტურად შეესაბამება საბჭოს მდივანი, როგორც საბჭოს ერთ- ერთი მუდმივმოქმედი წევრი", - განაცხადა ნათია მიქელაძემ.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა