პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე ბათუმის პოლიციაში კიდევ ერთი ადამიანის გამოკითხვა მიმდინარეობს

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებაში ერთი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გამოკითხვაზე იმყოფება ზაალ ლატარია.

უწყების განმარტებით, აღნიშნული პირი გამოკითხვაზე მოწმის სტატუსითაა დაბარებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზაალ ლატარიას შვილმა, ლანა ლატარიამ განუცხადა, მამამისი ბათუმში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ის სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. მისივე ინფორმაციით, ზაალ ლატარია უკრაინაში მებრძოლი ყოფილი სპეცრაზმელია.

„სანამ პოლიციის შენობაში შეიყვანდნენ, მამამ მითხრა, რომ მას ეკა ბესელიას საქმეზე ჰკითხავდნენ. სხვა არაფერი ვიცი. ველოდები, რომ გამოუშვებენ“, - განაცხადა ლანა ლატარაიამ.

საქმე ეხება დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გასაჯაროებას, რა საქმეზეც შსს-ს ამ ეტაპზე 20-მდე პირი ჰყავს დაკავებული.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს