დეკანოზ  მამალაძის მეგობარი - სამედიცინო კონსილიუმის დასკვნა, რომ მამა გიორგის არ ჰქონია ინსულტი, აბსურდულია - მალავენ რეალურ დიაგნოზს, რადგან ასეთი დავალება აქვთ

სამედიცინო კონსილიუმის დასკვნა, რომ მამა გიორგის არ ჰქონია ინსულტი, აბსურდულია, - ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკაში მისულმა დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობარმა, ტატო შავშიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ექიმებმა ვერ იპოვეს ინსულტის კერა, ეს არ ნიშნავს, რომ საქმე არ გვაქვს ინსულტთან.

„თავადაც მოეხსენებათ, რომ არსებობს ტრანზიტული ინსულტი, რომლის შემთხვევაშიც კერა შესაძლებელია, 24 საათის განმავლობაში ალაგდეს, თუმცა, ის აუცილებლად ტოვებს კვალს. ეს რიგი პაციენტების შემთხვევაში შეიძლება იყოს ისეთი მძიმე, როგორიცაა კომატოზური მდგომარეობაც კი. მამა გიორგის შემთხვევაში მან გამოიწვია მარჯვენა კიდურების შეზღუდვა. ვინაიდან ის ახალგზრდაა, ორგანიზმმა უზრუნველყო გაწოვა, სისხლჩაქცევის გასუფთავება და ტექნოლოგიური კვლევის დროს შესაძლებელია, ეს არ გამოჩნდეს, მაგრამ დასკვნა, რომ არ არის ინსულტი, აბსურდულია", - განაცხადა შავშიშვილმა.

მისი თქმით, ადგილი აქვს მცდელობას, რომ დეკანოზის მდგომარეობა საზოგადოებამ მსუბუქად აღიქვას, რადგან ექიმებს ხელისუფლებისგან ასეთი დავალება აქვთ, რის გამოც მამალაძის რეალურ დიაგნოზს მალავენ.

„ისინი სიტყვებით თამაშობენ. ამბობენ, რომ ინსულტი არ დადასტურდა, ანუ კვლევებმა არ დაადასტურა. ეს არ ნიშნავს, რომ ინსულტი არ არის, ამას ვერც იტყვიან, მაგრამ საზოგადოებაში აღიქმება, თითქოს ინსულტი არ არის. მალავენ რეალურ დიაგნოზს, რადგან მათ აქვთ ასეთი დავალება ხელისუფლებისგან, რომ შეამსუბუქონ მამა გიორგის მდგომარეობა საზოგადოების თვალში, საზოგადოებამ აღიქვას ეს, როგორც მსუბუქი სიტუაცია. 34 წლის ასაკში როცა ადამიანს კიდურები უჩერდება, ეს ძალიან მძიმე კლინიკური გამოვლინებაა. ხოლო ფაქტი, რომ მას სხვადასხვა კლინიკაში "დაარბენინებენ" გამოკვლევებისთვის და რომ 24-საათიანი დაკვირვების ქვეშ ამყოფებენ, ადასტურებს, რომ გაცნობიერებული აქვთ მდგომარეობის სიმძიმე. იციან, რომ ის საფრთხის წინაშე დგას და დარწმუნებული ვარ, შიშიც ექნებათ, ლეტალური შედეგით არ დამთავრდეს ეს ყველაფერი და თავზე არ ჩამოემხოთ მთელი სისტემა. თავიდან მას ჰქონდა მეტყველების პრობლემა, შემდეგ უფრო განუვითარდა მარჯვენა კიდურების დამბლა, ეს ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ აქ საქმე სწორედაც ინსულტთან გვაქვს", - აღნიშნა დეკანოზის მეგობარმა.

ღუდუშაურის კლინიკაში ძმის მოსანახულებლად და ექიმებთან გასასაუბრებლად მივიდა მამა გიორგის ძმა, თორნიკე მამალაძეც.

„მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტი არ დაუდასტურდა“, - ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილე მარინა გელანტიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ექიმის ინფორმაციით, ზუსტი დიაგნოზის დასადგენად პაციენტისთვის დამატებითი კვლევების ჩატარება გადაწყდა, რომელიც განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს