დეპუტატებს ხვალ მაია ცქიტიშვილთან შეკითხვები ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც ექნებათ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან დეპუტატებს ხვალ კითხვები ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც ექნებათ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ამბობს, რომ მათ კითხვები პორტის მშენებლობის მიმდინარეობაზე ექნებათ, რადგან სამუშაოების გარკვეულ ნაწილს სამინისტროც ასრულებდა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კითხვები იყოს აქტუალური. გზებთან, აუთვისებელი თანხების მიზეზებთან დაკავშირებული კითხვები გვექნება. რა თქმა უნდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებული კითხვებიც იქნება. ეს თემა აქტუალურია. პორტთან მიმართებაში გარკვეულ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ასრულებდა და მისი მიმდინარეობის შესახებ იქნება შეკითხვები. დეპუტატებს, ცხადია, რეგიონულ ჭრილშიც ალბათ ბევრი კითხვა ექნებათ", - განაცხადა რომან კაკულიამ.

“მინისტრის საათის“ ფორმატში, ხვალ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ. ცქიტიშვილი პირველი მინისტრია, რომელიც პარლამენტში მოხსენებით “მინისტრის საათის“ ფორმატში გამოვა.

ე.წ. მინისტრის საათი ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება. “მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტი მიმდინარე წლის განმავლობაში 11 მინისტრს მოუსმენს.

მაია ცქიტიშვილის პარლამენტში მისვლა 8 თებერვლის პლენარულ სხდომაზე იყო დაგეგმილი, თუმცა იმის გამო, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის მოსმენას ორი სასესიო დღე დაეთმო, ცქიტიშვილის პარლამენტში გამოსვლა 20 თებერვლისთვის გადაიდო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო