დატოვებს თუ არა უმრავლესობას ეკა ბესელია, დღევანდელ კენჭისყრაზეა დამოკიდებული

კენჭისყრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვებ თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის სწორედ დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, დატოვოს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა და ეს დამოკიდებულია იმაზე, მხარს დაუჭერს თუ არა უმრავლესობა 9 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ.

"ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს, რომელიც მართლმსაჯულების თემას ეხება. საკითხის კონსტიტუციურობას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, ეს საბაბია. ამის შესახებ ხუთშაბათს გვექნება მსჯელობა. მე მოვისმენ არგუმენტებს. არანაირი გადაწყვეტილება და არც მითითება, რომ მე დავტოვო უმრავლესობა, ხელმძღვანელების მხრიდან არ ყოფილა.

პირადად ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვებ თუ არა უმრავლესობას, დამოკიდებული იქნება კენჭისყრაზე. ბევრი საკითხი დაგროვდა, რომელსაც ვაკვირდებოდი. მე ეს პროცესი გავაანალიზე. ვნახოთ, როგორი იქნება განხილვის შედეგები. ამ შედეგებზე აისახება ჩემი გადაწყვეტილება. ახლა მთავარია, რას იზამს უმრავლესობა. დროებით შევაჩერებთ თუ არა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, დეპუტატმა დაადასტურა, რომ მან შეხვედრები გამართა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში, თუმცა ვის შეხვდა და რა საკითხებზე ისაუბრა, ბესელიამ დეტალები არ დააკონკრეტა.

იხილეთ ვიდეო:

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო