საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან 7-ზე მეტი დეპუტატის გასვლა „ევროპული საქართველოს“ უმცირესობის დაშლას იწვევს

საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან 7-ზე მეტი დეპუტატის გასვლა „ევროპული საქართველოს“ უმცირესობის დაშლას იწვევს. ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო უმცირესობა იმ შემთხვევაში შეიძლება შენარჩუნდეს, თუკი „ევროპული საქართველო“ და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ უმცირესობის ფორმატში გაერთიანებას მოახერხებენ.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საპარლამენტო უმცირესობის ფორმირება უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების ნახევარზე მეტის გაერთიანებით ხდება.

მე-9 მოწვევის პარლამენტში უმცირესობა 20 დეპუტატით შემდგარი „ევროპული საქართველოს“ წევრებით არის წარმოდგენილი.

უმრავლესობის შემადგენლობიდან დეპუტატების გასვლამდე, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ 14 დეპუტატი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ მათ რიგებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ემატება და როგორც მოსალოდნელია, უმრავლესობის გარეთ ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილისა და ბექა ნაცვლიშვილის გარდა კიდევ რამდენიმე დეპუტატი აღმოჩნდება, ამდაგვარი გადაადგილება არსებული უმცირესობის დაშლას გამოიწვევს.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს