ეკა ბესელია - ზოგიერთი ოპოზიციონერივით ივანიშვილის სახელს ამინდის ცვლილებასაც თუ არ დავუკავშირებ, არ ნიშნავს იმას, რომ კრიტიკული პოზიცია არ მაქვს

ივანიშვილის გვარს თუ არ ვახსენებ ზოგიერთი ოპოზიციონერივით დღეში ათჯერ და ამინდის ცვლილებასაც თუ არ დავუკავშირებ ბიძინა ივანიშვილის სახელს, არ ნიშნავს იმას, რომ მე კრიტიკული პოზიცია არ მაქვს, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ერიდება თუ არა ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, არ უჭირს ივანიშვილის კრიტიკა, უბრალოდ არ მიაჩნია სწორად, რომ პიროვნებების ლანძღვით უნდა დააფიქსიროს თავისი მკაფიო პოზიცია.

„მე მაქვს ჩემი პოლიტიკური ეთიკა, ჩემი ლექსიკონი და არ მინდა დავემსგავსო იმ ადამიანებს, რომლებიც არ მომწონდა. რომ არ ვხედავდე ჩემსა და პარტიის თავმჯდომარის პოზიციას შორის სხვაობას, მივიღებდი წასვლის თაობაზე ამ გადაწყვეტილებას?! იმ ადამიანებისგან კი არ წავედი, ვინც „ქართულ ოცნებას“ გზადაგზა შემოუერთდა, ზოგი შემთხვევით და ზოგი იმ მიზნით, რომ პარლამენტში მოხვედრილიყვნენ, მე წავედი სწორედ მისი მთავარი დამფუძნებლისგან იმიტომ, რომ ჩვენი ხედვები აცდა მთავარ კონცეპტუალურ და სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს, როგორიც მართლმსაჯულების რეფორმაა. ჩემი გადაწყვეტილება ჩემს დამოკიდებულებაზე მეტყველებს და ვერც შემდგომში მოისმენთ ჩემგან ლანძღვა - გინებას. ვაპირებ იმ მიზნებისთვის ვიბრძოლო და დავხარჯო ენერგია, რასაც შევალიე ბევრი წელი, რათა ამ ქვეყანაში იყოს სამართლიანობა, მართლმსაჯულება იყოს გამართული და არ დაბრუნდეს ძალადობრივი რეჟიმი“, - განაცხადა ბესელიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?