თორნიკე მამალაძე - თუკი დანაშაულის მონანიებაში საპატრიარქო გულისხმობს იმას, რასაც ჩემს ძმას პროკურატურა ედავება, ამას ვერასდროს მიიღებენ

თუ კი ამ დანაშაულის მონანიებაში საპატრიარქო გულისხმობს იმას, რასაც ჩემს ძმას პროკურატურა ედავება და რაზეც მისჯილი აქვს, ამას ვერასდროს მიიღებენ, - ამის შესახებ ბრალდებული დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, საპატრიარქო მამა გიორგის იმ შემთხვევაში უშუამდგომლებს, თუ ბრალდებული დეკანოზი თავის წილ დანაშაულს აღიარებს და მოინანიებს, თორნიკე მამალაძემ ასე უპასუხა: „მამა გიორგი უდანაშაულოა და იმ დანაშაულს არასდროს აღიარებს, რაც არ ჩაუდენია“.

"რაც შეეხება ეკლესიის დისკრედიტაციას, რაშიც დღეს დაგვადანაშაულეს, არაერთხელ მითქვამს, რომ აქ ჩემი დგომა არ არის ეკლესიის წინააღმდეგ, არამედ ჩემი ოჯახის წევრის დასაცავად არის, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. პირად საუბრებში მამა ანდრიას არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, რომ მას ჩემი ესმის და ჩემს წინააღმდეგ არაფერი აქვს. ჩემს აქ დგომას თანამიგრძნობს. სამწუხაროდ, დღეს ამ განცხადებით ვხედავთ, რომ მე დისკრედიტაციაში მადანაშაულებენ. დარწმუნებული ვარ, ეს არც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განაცხადება იქნება. ეს არის იმ ადამიანების განაცხადება, რომლებიც ე.წ. ციანიდის საქმის უკან დგანან და რომლებიც დღემდე ცდილობს ჩემი ძმის საპყრობილეში გამოკეტვას", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

მისივე თქმით, წერილს, რომლის შესახებაც საპატრიარქოს განცხადებაშია საუბარი ვერ გაასაჯაროებს, რადგან არ აქვს.

"როგორც მეუფე დიმიტრიმ თქვა, ამ წერილს გაიტანს წმინდა სინოდზე და განვიხილავო. თუკი მეუფე დიმიტრი მიიჩნევს, რომ ის არა არის საჯაროდ განსახილველი საკითხი, ჩემთვის მიუღებელია, რატომ ცდილობს საქართველოს საპატრიარქო იმ თემებზე საუბარს, რაც ეპისკოპოსებისთვის მიუღებელია, რომ ამაზე საჯაროდ იყოს საუბარი. მე ვრწმუნდები, რომ თავადაც ცდილობენ ეკლესიის დისკრედიტაციას, რადგანაც ის ეპისკოპოსები, რომლებსაც ეს წერილი მიუვიდა, ამბობენ, რომ ეს საჯაროდ განსახილველი არ არის და სინოდზე განსახილველია", - განაცხადა მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„სამწუხაროდ, მამა გიორგი მამალაძეც და მისი ოჯახის წევრებიც ამ მიუღებელი მეთოდების თანამონაწილენი აღმოჩნდნენ და ეკლესიასთან მიმართებაში არ მოერიდნენ თავდაცვის მექანიზმად შანტაჟის გამოყენებას, რითაც ხელი შეუწყვეს თავისივე თავის საწინააღმდეგო მდგომარეობის შექმნას.

რეალურად კი, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს საპატრიარქო შუამდგომლობას აღძრავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს შენდობას და აღიარებს თავის წილ დანაშაულს. ეს პრინციპი, რა თქმა უნდა, კვლავაც ძალაშია“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა