ეკა ბესელიას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხზე საკანონმდებლო პროექტი ინიცირებისთვის მზად აქვს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხზე დეპუტატ ეკა ბესელიას საკანონმდებლო პროექტი ინიცირებისათვის მზად არის.

უმრავლესობის ყოფილი წევრი „საერთო სასამართლეობის შესახებ“ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პარლამენტისთვის წარდგენას მომავალი კვირისათვის გეგმავს. მანამდე კი, პროექტს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იურიდიული წრეების წარმომადგებლებს აცნობს.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მის მიერ მომზადებული კანონპროექტი უზენესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის თემაზე გამართულ კონსულტაციებს დაეფუძნა.

„ჩვენი პროექტი კონკურსის გამოცხადების მაღალ სტანდარტს ითვალისწინებს, სადაც ყველას შეეძლება მონაწილეობა მიიღოს, ვინც კანონით დადგენილ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს - ეს არის ასაკი, პროფესიული განათლება და გამოცდილება. ამის შემდეგ მთავარი პროცესი პარლამენტში გადმოდის. ჩვენი ინიციატივის მთავარი არსია, რომ იუსტიციის უმღლესმა საბჭომ, რომელსაც დღეს ნდობა არა აქვს, არ შექმნას ხელოვნური ბარიერები და არ წარმოადგინოს მხოლოდ იმ კანდიდატების სია, რამდენი ვაკანსიაც არსებობდა და მხოლოდ ის ადამიანები, ვინ მას სურს. ჩვენი ვერსიით, ეს რისკი დაზღვეული იქნება იმით, რომ ყველა მსურველი, ვინც კანონის მინიმალურ მოთხოვნას დააკამყოფილებს, გადმოინაცვლებს პარლამენტში. ამის შემდეგ პარლამენტის კომიტეტი დეტალურად შეისწავლის მათ ბოიგრაფიას და პროცესი იქნება ღია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის ერთ ვაკანსიაზე რამდენიმე კანდიდატის დასახელება იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად მაღალი კვორუმი დასჭირდება, რაც არამოსამართლე წევრების მხრიდან მხარდაჭერას გულისხმობს. ასევე არის კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვით, თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მხოლოდ კანდიდატების კანონთან შესაბამისობის დადგენის ფორმალური შესაძლებლობა მიეცემა, კვორუმის პრობლემა აღარ იქნება, რადგან საბჭოს კანდიდატების დაბლოკვის შესაძლებლობა არ ექნება.

ეკა ბესელიამ აქვე დასძინა, რომ ირაკლი კობახიძის ვერსიით, კვლავ დომინანტად რჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რაც არის სახიფათო.

იხილეთ ვიდეო:

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს