ნუკრი ქანთარია - მე „ქართულ ოცნებაში“ ვრჩები - რესურსი ჩემთვის ამოწურული არ არის

მე „ქართულ ოცნებაში“ ვრჩები - რესურსი ჩემთვის ამოწურული არ არის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განუცხადა.

ნუკრი ქანთარია კვლავ ამბობს, რომ ის „გამყოლი არ არის“. მან აქვე აღნიშნა, რომ მმართველ გუნდში დარჩენის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილია.

„ვინც გავიდა - გავიდა, ვისაც უნდა - გავიდეს. თუკი ისინი მოახერხებენ და ისეთ სოლიდურ ჯგუფს შექმნიან, რომელიც ფსევდო ოპოზიციის ჩამნაცვლებელი იქნება, ეს ერთი მხარეა. მეორეა ის, რომ ეს პროცესი არ გახდეს დამაზიანებელი. ამიტომ ჩემი განცდაა, რომ ახლა უფრო საჭიროა თანადგომა იმისათვის, რატომაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ამიტომ, მე უმრავლესობაში ვრჩები. დანარჩენს დრო აჩვენებს“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ქანთარიას ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პარტია „ქართულ ოცნებაში“ ძალიან კარგი და სასიკეთო ცვლილებები განხორციელდება, რაც საზოგადოებისთვის კარგი გზავნილი იქნება.

მმართველ პარტიაში მოსალოდნელი ცვლილებების დეტალებზე ქანთარია არ საუბრობს, თუმცა კითხვაზე, ელის თუ არა ის პარტიის ხელმძღვანელი პირების შეცვლას, ქანთარიამ აღნიშნა, “რა თქნა უნდა, ცვლილება პარტიის თავმჯდომარეს არ შეეხება“.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში