საქართველოში გაეროს ოფისთან ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ აქცია იმართება

საქართველოში გაეროს ოფისთან ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორია „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“.

როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარის გურამ ფალავანდიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აქციის მონაწილეები ითხოვენ გაეროს ბავშვთა ფონდს მათი მოთხოვნები წერილობით გადასცენ.

„შეწყდეს ოჯახის ნგრევის, გარყვნილებისა და მამათმავლობის კულტივირება საქართველოში, გაუქმდეს ბაღებში ნეიტრალური გენდერის პროგრამა, შეწყდეს ლგბტ ლობიზმი სპორტში, აიკრძალოს სკოლებში საგანი „მე და საზოგადოება“. აღიკვეთოს გაეროს ტრენინგები საზაფხულო ბანაკებში, რადგან ისინი ითრევს ბავშვებს ჰომოსექსუალიზმის მიმღებლობაში, შეწყდეს გაეროს მიერ მომზადებული ბავშვთა უფლებათა კოდექსის ინიცირება პარლამენტში, ვინაიდან ის ემსახურება ოჯახის დანგრევისა და ლგბტ ცნობიერების პროპაგანდას ბავშვებში“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა