კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ დასკვნით ღონისძიებაზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ ორგანიზებით, 11 მარტს, „რესპუბლიკა“-ში, კონკურსის, „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე ის კომპანიები გამოვლინდებიან, რომლებიც წარმატებით ამკვიდრებენ ქალების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მხარდაჭერის კორპორაციულ კულტურას. დაჯილდოების ცერემონიას გახსნიან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში როს უილსონი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.

კონკურსი „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ ეფუძნება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ოფისის თანამშრომლობის ინიციატივას, კერძოდ, ქალთა უფლებების გაფართოების მეოთხე პრინციპს - ქალების განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და ხელს უწყობს ქალების განათლებასა და პროფესიულ განვითარებას სამუშაო ადგილებზე.

ქალებს, სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმებისა თუ ოჯახში შესრულებული სამუშაოს ხარჯზე, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. თუმცა, დისკრიმინაციული მიდგომების გამო, მათზე ხშირად, უფრო მეტად აისახება ეკონომიკური სიდუხჭირე.

კონკურსი „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“, რომელსაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2016 წელს ჩაუყარა საფუძველი, მიზნად ისახავს „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ პოპულარიზებას საქართველოში. კერძო სექტორთან ამ კუთხით თანამშრომლობა დამსაქმებელს შესაძლებლობას აძლევს ქალებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ტრენინგები, სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები და ამ გზით ხელი შეუწყოს მათ კარიერულ ზრდას, რაც დასაქმების ბაზარზე ქალების ჩართულობის წინაპირობაა.

რიგი კომპანიებისთვის გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომპაქტის მიერ შექმნილი „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ შესახებ ცნობილი სწორედ კონკურსის შედეგად ხდება, რის შემდეგაც ისინი იღებენ მათი შესრულების ვალდებულებას, რაც ითვალისწინებს: სამართლიანი და თანასწორი დამოკიდებულების უზრუნველყოფას, დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ქალების განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, კომპანიის საქმიანობაში ქალების ჩართულობის და მონაწილეობის ხელშეწყობას და პროგრესის შესახებ ანგარიშგებას.

კონკურსის შედეგად შემოსული განაცხადები განიხილა დამოუკიდებელმა კომისიამ და გამოავლინა სამი გამარჯვებული კომპანია. უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსით დაინტერესებული და კონკურსში მონაწილე კომპანიების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. კომპანიები არ კარგავენ ინტერესს და ყოველწლიურად იღებენ კონკურსში მონაწილეობას, ზოგიერთი მათგანი კი გამარჯვების შემდეგაც აგრძელებს მონაწილეობას და წარმოადგენს ახალ შედეგებს.

კონკურსი განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და ბიზნეს ლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ თანამშრომლობით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა