ალექსანდრე ელისაშვილი - ერთად ავაშენოთ ქვეყანა და ვაიძულოთ მთავრობა ჩვენს დაკრულზე იცეკვოს

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერებმა ალექსანდრე ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა თელავში წარმომადგენლობა გახსნეს და მედიასა და საზოგადოებას კახეთის რეგიონში მოძრაობის ხელმძღვანელები ნინო გოგოლაშვილი და აჩიკო მჭედლიშვილი წარუდგინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამოქალაქო მოძრაობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ელისაშვილმა და იოსელიანმა სამოქალაქო მოძრაობის საქმიანობასა და აქტიური საზოგადოების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ პრობლემებზე, გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე და მიგრაციის პრობლემაზე. მოძრაობის დამფუძნებლების თქმით, აღნიშნულ საკითხებზე ზრუნვა თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი ძალისხმევით უნდა დაიწყოს რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი გარემო.

„ჩვენ თავში უნდა დავამსხვრიოთ ერთი საშინელი საბჭოური სტერეოტიპი, მოლოდინი იმისა, თითქოს ჩვენ გასაკეთებელს სხვა გააკეთებს, ჩვენ მისახედს სხვა მიხედავს. ცვლილებები თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაიწყოს, თუ წინ ნაგავი ყრია ნუ დაველოდებით როდის აიღებს მთავრობა, ჩვენით დავიწყოთ და შევეცადოთ, რასაც ვერ შევძლებთ დავანამუსოთ და ვაიძულოთ მთავრობა, რომ ბოლომდე მიიყვანოს საქმე. დავიკაპიწოთ ხელები და ჩვენ გარშემო უკეთესი გავხადოთ გარემო, ეს ქვეყანაც და ეს ქალაქიც. ძალიან მარტივია, წინასაარჩევნოდ გამოხვიდე და ხალხი გააბრუო, რომ პენსია იქნება მილიონი, ყველა სოფელს - 2 მილიონი და სხვ. მსგავსი ტყუილების თქმა ჩვენც შეგვიძლია. გვაქვს ფანტაზიის უნარი. უბრალოდ სინდისი და ნამუსი ამის თქმის საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენ ძალიან რთულ და ეკლიან გზას ვადგავართ, რომ ჩვენით, სამოქალაქო აქტიურობითა და თითოეული მოქალაქის ჩართულობით, საერთო საქმე ვაკეთოთ, ერთად ავაშენოთ ქვეყანა და ვაიძულოთ მთავრობა ჩვენს დაკრულზე იცეკვოს, რადგან ჩვენ ვუხდით ხელფასს და ზემოდან ყურების უფლება არ აქვთ“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა