ირაკლი პეტრიაშვილი ბრიუსელში პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ლიდერთა კონფერენციაში მონაწილეობს

ბრიუსელში პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის არჩეულ ლიდერთა ჯგუფის შეხვედრა გაიხსნა. ორდღიან კონფერენციაში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე მონაწილეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ირაკლი პეტრიაშვილი შეხვედრაზე პროფკავშირების საერთაშირისო კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის რანგშია წარმოდგენილი. აღნიშნულ თანამდებობაზე იგი 2018 წლის დეკემბერში აირჩიეს.

„ევროპის დიპლომატიურ დედაქალაქში, მსოფლიოს უმსხვილესი პროფკავშირული გაერთიანების წარმომადგენლები არაერთ დოკუმენტს, რეგულაციასა და სხვადასხვა ქვეყნის შრომით კანონმდებლობას განიხილავენ. მსჯელობა შეეხება სხვადასხვა ქვეყანაში შრომითი მიგრაციის, გენდერული თანასწორობის, შრომის უსაფრთხოების, აგრეთვე, სახელფასო საკითხებს.

“ახალი სოციალური კონტრაქტი” - ასე ეწოდება სამოქმედო პრიორიტეტს, რომლის გატანასაც პროფკავშირების საერთაშოროსო კონფედერაცია (ITUC) შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წლევანდელ კონფერენციაზე შეეცდება. საუბარია აღნიშნული ინიციატივის კონვენციად ქცევაზე, რაც ყველა ქვეყნისთვის შრომის მინიმალურ სტანდარტებს დააწესებს, რომელთა შეცვლასაც მთავრობები (მათი ცვლის მიუხედავად) ვერ შეძლებენ. სწორედ ეს არის მთავარი საკითხი, რომელზეც მონაწილეები მსჯელობენ და შეხვედრის დასრულებამდე შეჯერდებიან.

ITUC-ის არჩეულ ლიდერთა ჯგუფის შეხვედრა 28 მარტს დაიხურება“, - აღნიშნულია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს