პროკურორი - იმ პირის მიმართ, ვისგანაც ბრალდებულმა უკანონო ჩანაწერი მოიპოვა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

იმ პირის მიმართ, ვისგანაც ბრალდებულმა უკანონო ჩანაწერი მოიპოვა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის „იუთუბიზე“ ატვირთვის ბრალდებით დაკავებული მირიან მჟავანაძის საქმის პროკურორმა, გიორგი მუკბანიანმა განუცხადა.

პროკურორი არ აკონკრეტებს, აღნიშნული პირი ფიგურირებს თუ არა ამავე ბრალდებით დაკავებული 18 პირის საქმეშიც.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარს ვერ გავაკეთებ. მას ისეთი სახელი და გვარი აქვს გამოყენებული, შესაძლოა, არსებობდეს კიდეც. სხვა ბრალდებულები აღნიშნულ პირთან დაკავშირებით ინფორმაციას არ იძლევიან.

კონკრეტული პირის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს", - განაცხადა მუკბანიანმა.

მჟავანაძის ადვოკატის, ლევან დავითაიას განმარტებით კი, მათ გამოძიებას იმ პიროვნებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდეს, რომელმაც ბრალდებულს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი გაუგზავნა.

„თუ საიდან ჰქონდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აღნიშნული ვიდეო, ამასთან დაკავშირებით, გამოძიებას ინფორმაცია მივაწოდეთ. თუმცა, გამოძიებას ამ ეტაპზე არც ერთი მიმართულება დადგენილი არ აქვს. მათ მივაწოდეთ არამხოლოდ სახელი და გვარი, არამედ, უფრო მეტი ინფორმაციაც. მართლა არსებობს თუ არა, ის პიროვნება იმ სახელი და გვარით, ეს გამოძიების დასადგენია", -განაცხადა დავითაიამ.

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის „იუთუბიზე“ ატვირთვის ბრალდებით აჭარაში დაკავებულ 18 წლის მირიან მჟავანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

მირიან მჟავანაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის „იუთუბიზე“ ატვირთვის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 19 პირი დააკავეს. მათგან 14 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ, 4 პირს კი, პატიმრობა. 28 მარტს, პატიმრობაში მყოფი ბრალდებულები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს