თამარ ტალიაშვილი ოპოზიციას მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით პასუხობს

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის მარინა დათუკიშვილის სხდომაზე დასმულ შეკითხვას პასუხობს, სადაც დათუკიშვილმა წარმოადგინა მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, თუ ადრე საქმე ეხებოდა ტყუილების ტირაჟირებას „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, ახლა ისინი ამ ტყუილების ფორსირებას ახდენენ.

„მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხება მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ათასობით ბავშვს, თქვენ მაინც სპეკულირებთ ამ თემით და სტრესულ მდგომარეობაში აგდებთ სასახლის ათასობით მოსწავლესა და მათ ოჯახებს.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის კულტურულ მემკვიდრეობასთან შემხებლობას, მან ასობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღადგინა. რუსთაველის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი, ფიროსმანის ნახატების ჩვენი ქვეყნისთვის ჩუქება და სხვა მრავალი", - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

დეპუტატის განმარტებით, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შენობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია თბილისისთვის. შესაბამისად, მისი აღდგენა-რეკონსტრუქცია 2019 წლის პრიორიტეტული პროექტია, რისთვისაც ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული.

აღნიშნულ კომენტარს თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს