ჭავჭავაძის #5-ში მიმდინარე აქციის მონაწილეებს ანა დოლიძე შეუერთდა

„სოლიდარობა მუშებს", - ამ მოწოდებით, ჭავჭავაძის 5 ნომერთან, სადაც გუშინ 2 მუშა დაიღუპა, საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. აქციაზე ცოტა ხნის წინ უსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე და აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მისი განცხადებით, გუშინდელ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება ეკონომიკის მინისტრ ,გიორგი ქობულიას, რადგან მისი თქმით, ფაქტია, რომ ბიზნესმა მშენებლობები მოიცვა, სადაც უსაფრთხოების ზომები დააცული არ არის. მისივე თქმით, პაუხისმგებლობა ეკისრება ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოსაც,რომელიც "სულ ცდილობს, ვითარებიდან სუფთა ხელებით გამოვიდეს".

"პირველ რიგში, აქ სერგეენკო უნდა იყოს და უსამძიმრებდეს იმ უბედური ხალხის ოჯახებს,რომლებიც გუშინ დაიღუპნენ. ეს ქვეყანა, ფაქტია, რომ უპატრონოთაა დარჩენილი და არის მანქანა, რომელსაც არ მართავს მძღოლი. აქ არის ხალხი შეკრებილი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ქალაქი მათია. ეს არის ხალხი, რომელიც აპირებს, თვითონ აიღოს პასუხისმგებლობა თავის უბანზე, რაიონზე, იმიტომ ,რომ ამ ქვეყანას სხვა პატრონი არ ჰყავს. ეს არის მანქანა, რიმელიც მიექანება უფრსკულისკენ და ჩვენ უნდა დავიკავოთ საჭე ხელში. .ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, დაორგანიზდით თქვენს საკუთარ უბნებში და რაიონში, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი ხალხი, ვისაც შეგვიძლია შევინარჩუნოთ ეს ქალაქი“, - ,განაცხადა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა