გუგული მაღრაძე - თუ სიტყვას „ლიბერალურს" კანონიდან ამოვიღებთ, ჩვენ გადავუხვევთ ილიას გზას - მსოფლიო აღიარებს ლიბერალურ დემოკრატიას

თუ სიტყვას „ლიბერალურს" ამოვიღებთ კანონიდან, ჩვენ გადავუხვევთ ილიას გზას - მსოფლიო აღიარებს ლიბერალურ დემოკრატიას და ჩვენ ნუ ვცდილობთ ახალი ველოსიპედის შექმნას, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღაძე, დეპუტატების - ნუკრი ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილის ინიციატივას, ზოგადი განათლების კანონიდან სიტყვა "ლიბერალურის" ამოღებასთან დაკავშირებით.

დეპუტატის განცხადებით, მხოლოდ სიტყვა დემოკრატიის დატოვება არასწორია. გუგული მაღრაძის შეფასებით, დემოკრატია არსებობდა ძველ რომშიც და საბერძნეთშიც, თუმცა ის ყველას არ ეხებოდა, ლიბერალური დემოკრატია კი ყველას თანაბრად ეხება.

"თუ ჩვენ ლიბერალური დემოკრატიის გზით არ ვივლით, მაშინ ავცდებით ილია ჭავჭავაძის გზას, რომელიც ქართული სახელმწიფოს არსებობის გარანტიაა", - აცხადებს მაღრაძე.

„ქართული ოცნების“ წევრის თქმით, მისი კოლეგები თუ ტერმინ ლიბერალურ დემოკრატიას კანონიდან ამოიღებენ, შეეწინააღმდეგებიან ქვეყნის ისტორიულ არჩევანს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის სურვილის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატების ნუკრი ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილის მიერ არის ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ” კანონიდან სიტყვა "ლიბერალურის" ამოღებას შეეხება.

იხილეთ ვიდეო

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს