საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ შეჭრილი დევნილები ადგილზე სახალხო დამცველის წარმომადგენლის მისვლას ითხოვენ

საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ შეჭრილი დევნილები ადგილზე სახალხო დამცველის წარმომადგენლის მისვლას ითხოვენ.

როგორც დევნილები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, მოიხსნას პოლიციის "ბლოკადა", ასევე იმ კორპუსში სადაც დევნილები არიან შესული, სურთ, რომ შეუშვან ჟურნალისტები და ადვოკატი, რათა ცნობილი გახდეს რეალური სურათი, თუ რა ხდება ადგილზე.

როგორც დევნილმა მარიამ ქუხილავამ „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა "დირსში" იცხოვრებს თუ სხვა საცხოვრებელში, მთავარია საცხოვრებელი ფართი მისი ოჯახის წევრების რაოდენობის ადეკვატური იყოს.

„პირველ რიგში მოთხოვნა ის არის, რომ ყველა ადამიანი არის უსახლ-კაროდ დარჩენილი ნამდვილად. მოთხოვნა არის ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა „დირსი" იქნება თუ სხვა საცხოვრებელი, მოგვცენ ის, რაც გვეკუთვნის ნამდვილად.

5 სული ვცხოვრობთ ზუსტად 14 კვადრატში. ეს არ არის დაკმაყოფილება, როცა 4 თვის ბავშვის ტანსაცმელი იატაკზე მაქვს დალაგებული, იმიტომ, რომ ადგილი არ მაქვს ფიზიკურად. როცა მინისტრის მოადგილე გამოდის და ამბობს, რომ ერთ სულს, დევნილს ეკუთვნის 30 კვადრატი ბინა, ამას არ ჰქვია დაკმაყოფილება“, - განაცხადა ქუხილავა მარიამმა.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს