პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მუდმივმოქმედი  დელეგაციების განახლებულ  შემადგენლობებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე "მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის" შესახებ დადგენილების პროექტს კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.

დადგენილების პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს და დაამტკიცებს. დადგენილების პროექტში დელეგაციების ახალი შემადგენლობაა წარმოდგენილი.

დელეგაციებში ცვლილებების შეტანის საჭიროება პარლამენტში მომხდარმა გადაჯგუფებებმა განაპირობა.

„როგორც იცით, რამდენიმე ფრაქციის შექმნასთან ერთად აუცილებლობა იმისა, რომ დელეგაციების შემადგენლობებში ცვლილებები შევიდეს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დაადგინა კვოტები, რის შედეგადაც ჩვენ განვიხილეთ შემადგენლობა. მუდმივმოქმედ დელეგაციებს ძალიან დიდი როლი აქვს საპარლამენტო დიპლომატიის განხორციელებაში. მათი ეფექტური მუშაობა მნიშვნელოვანია და მაქსიმალურად ვეცადეთ შემადგენლობებში დიდი ცვლილებები არ ასახულიყო“, - განაცხადა ქაცარავამ.

ქაცარავას მიერ წარმოდგენილი დელეგაციების შემადგენლობებში დეპუტატები შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა - თამარ ჩუგოშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი) - ფრაქცია „ქართული ოცნება“, „არჩილ თალაკვაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, სოფიო ქაცარავა, ფრაქცია „ქართული ოცნება“, ნინო გოგუაძე - ფრაქცია „კონსერვატორები“, დავით ბაქრაძე - „ევროპული საქართველო“.

სათადარიგო შემადგენლობა - სოფიო კილაძე -ფრაქცია „ქართული ოცნება“, ირინე ფრუიძე- ფრაქცია „ქართული ოცნება“, დიმიტრი ცქიტიშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, გიორგი კანდელაკი - „ევროპული საქართველო“, გელა მიქაძე - ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი - სოციალ დემოკრატები“.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა - სოფიო ქაცარავა (დელეგაციის ხელმძღვანელი) - ფრაქცია „ქართული ოცნება“, არჩილ თალაკვაძე ფრაქცია „ქართული ოცნება“, გიგი წერეთელი - ფრაქცია „ევროპული საქართველო“.

სათადარიგო შემადგენლობა - გიორგი ვოლსკი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ირაკლი ბერაია - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ზურაბ ჭიაბერაშვილი -„ევროპული საქართველო -რეგიონები“.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა - თამარ ხულორდავა (დელეგაციის ხელმძღვანელი) -ფრაქცია „ქართული ოცნება“, აკაკი ზოიძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, გუგული მაღრაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, მარიამ ჯაში -ფრაქცია „ქართული ოცნება“, ირინე ფრუიძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ნინო გოგუაძე - ფრაქცია „კონსერვატორები“, არჩილ თალაკვაძე ფრაქცია „ქართული ოცნება“, სალომე სამადაშვილი - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, ოთარ კახიძე - ფრაქცია „ევროპული საქართველო“, ბექა ნაცვლიშვილი პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი.

სათადარიგო შემადგენლობა - ირაკლი კოვზანაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ოთარ დანელია - ფრაქცია „ძლიერი ეკონომიკა“, დიმიტრი ცქიტიშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, გიორგი ხატიძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, სერგი კაპანაძრე - ფრაქცია „ევროპული საქართველო“.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა - თამარ ხულორდავა (დელეგაციის ხელმძღვანელი) -ფრაქცია „ქართული ოცნება“, რომან კაკულია -ფრაქცია „ქართული ოცნება“, ლევან კობერიძე-ფრაქცია „ქართული ოცნება“, არჩილ თალაკვაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ირინე ფრუიძე -ფრაქცია „ქართული ოცნება“, გიორგი მოსიძე -ფრაქცია „ქართული ოცნება“, დიმიტრი ცქიტიშვილი -ფრაქცია „ქართული ოცნება“, სალომე სამადაშვილი - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, სერგი კაპანაძე - ფრაქცია „ევროპული საქართველო“, ბექა ნაცვლიშვილი დამოუკიდებელი დეპუტატი.

სათადარიგო შემადგენლობა - აკაკი ზოიძე -ფრაქცია „ქართული ოცნება“, გუგული მაღრაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, კობა კობალაძე - -ფრაქცია „ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის“, ირმა ინაშვილი - ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი- სოციალ დემოკრატები“, ირაკლი აბესაძე - ფრაქცია „ევროპული საქართველო“.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა - ირაკლი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი) -ფრაქცია „ქართული ოცნება“, არჩილ თალაკვაძე -ფრაქცია „ქართული ოცნება“, სოფიო ქაცარავა - ფრაქცია „ქართული ოცნება“, გიორგი კანდელაკი ფრაქცია „ევროპული საქართველო“.

სათადარიგო შემადგენლობაში შედიან - ირაკლი ბერაია -ფრაქცია „ქართული ოცნება“, ბექა ოდიშარია - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ცოტნე ზურაბიანი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ირაკლი აბესაძე - „ევროპული საქართველო“.

საპარლამენტთაშორისო კავშირის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა - ირაკლი კობახიძე (დელეგაციის ხელმძღვანელი), გიორგი ვოლსკი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, მამუკა მდინარაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, სოფიო ქაცარავა - ფრაქცია „ქართული ოცნება“, დავით ბაქრაძე - ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

სათადარიგო შემადგენლობა - დავით მათიკაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ნინო წილოსანი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ირაკლი მეზურნიშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, გიორგი ხატიძე -ფრაქცია „ქართული ოცნება“, სერგო რატიანი „ევროპული საქართველო“.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა - ოთარ დანელია „ძლიერი ეკონომიკა“, ზაზა გაბუნია - ფრაქცია „ქართული ოცნება“, კაბახერ ოქრიაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება რეგიონების განვითარებისთვის“, მირიან წიკლაური - „პატრიოტთა ალიანსი სოციალ დემოკრატები“, რამაზ ნიკოლაიშვილი - დამოუკიდებელი დეპუტატი.

სათადარიგო შემადგენლობაში არიან - ვანო ზარდიაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ისკო დასენი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, გელა სამხარაული - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ირაკლი ხახუბია - ფრაქცია „ქართული ოცნება ძლიერი ეკონომიკა“, ზვიად კვაჭანტირაძე დამოუკიდებელი დეპუტატი.

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში შედიან - გიორგი მოსიძე (დელეგაციის ხელმძღვანელი) - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ზაზა პაპუაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის“, გიორგი გაჩეჩილაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება -მწვანეები“, თენგიზ გუნავა - „ევროპული საქართველო“, გიორგი ლომია - ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი სოციალ დემოკრატები“.

სათადარიგო შემადგენლობაში შედიან - გია ბენაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, შალვა კიკნაველიძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, გიორგი კოპაძე - - ფრაქცია „ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის“, შოთა შალელაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, რომან გოცირიძე - „ნაციონალური მოძრაობა“.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა - ზაქარია ქუცნაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი) - ფრაქცია „ქართული ოცნება“, დიმიტრი ხუნდაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ადა მარშანია -„პატრიოტთა ალიანსი სოციალ დემოკრატები“. სათადარიგო შემადგენლობა - ენძელა მაჭავარიანი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ზვიად ძიძიგური „- ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“, გედევან ფოფხაძე დამოუკიდებელი დეპუტატი.

ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა - ირაკლი აბუსერიძე (დელეგაციის ხელმძღვანელი), გიორგი კახიანი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, რუსლან პოღოსიანი - დამოუკიდებელი დეპუტატი.

სათადარიგო შემადგენლობაში არიან - დავით სონღულაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, თინათინ ბოკუჩავა - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, მამუკა ჩიქოვანი - დამოუკიდებელი დეპუტატი.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განმარტა, დელეგაციების ახალი წევრები უფლებამოსილების განხორციელებას 2020 წლის 1-ელი იანვრიდან განახორციელებენ.

დადგენილების მიხედვით, ის ახალი სახელები, რომლებიც დელეგაციებს ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ დაემატნენ, უფლებამოსილება არ ექნებათ 1-ელ იანვრამდე PACE-ში მიიღონ მონაწილეობა. კვოტები არ შეცვლილა, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ PACE-ს აქვს თავისი რეგლამენტი და რეგულაცია, ამ რეგულაციის მიხედვით და გათვალისწინებით, ასევე პარლამენტის რეგლამენტის გათავლისწინებით უფლებამოსილი იქნება ის შემადგენლობა, რა შემადგენლობაც დადგენილებამდე არსებობდა“, - განაცხადა ქაცარავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა