საგარეო უწყება - წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენებმა საქართველოსადმი აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერა გამოხატეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მსვლელობისას, კონგრესმენებმა და მომხსენებლებმა საქართველოსადმი აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერა გამოხატეს და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები აღნიშნეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 2 აპრილს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ნატო-ს 70 წლისთავისადმი მიძღვნილი მოსმენა „ნატო-ს მომავალი: ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები“ შედგა. კონგრესმენების წინაშე მოხსენებით წარსდგნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების ყოფილი მთავარსადალი, ჯეიმს ჯონსი, აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი მკვლევარი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ეველინ ფარკასი და ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი, დეიმონ ვილსონი.

მომხსენებლებმა და კონგრესმენებმა ხაზი გაუსვეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების აღსაკვეთად ნატო-ს დიდ მნიშვნელობას.

ეველინ ფარკასის განცხადებით, რუსეთთან შეწინააღმდეგება დღეს ნატო-ს დღისწესრიგის უმთავრესი მიზანია.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის, ევრაზიისა და ენერგეტიკის ქვეკომიტეტის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) აღნიშნა, რომ რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა.

კონგრესმენმა ჯო ვილსონმა (რესპუბლიკელი-სამხრეთ კაროლინის შტატი) ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპირებას, საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში, ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს და დაინტერესდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა