უცხოელი ექსპერტების აზრით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები ადასტურებს, რომ მოსახლეობას რეალური ცვლილებები სურს

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები ასახავს ბევრი უკრაინელის შეხედულებას, რომ მათ რეალური ცვლილებები სურთ,- ამის შესახებ დემოკრატიის განვითარების ფონდის პრეზიდენტი კარლ გერშმანი აცხადებს.

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია, რომ

ვაშინგტონში უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს წარმატებად აფასებენ ამის მიზეზი კი, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული კენჭისყრაა. ვაშინგტონი კიევს მოუწოდებს შეინარჩუნოს კურსი მეორე ტურისთვის.

„ეს იყო ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რაც უკრაინაში ამ დრომდე გვინახავს. ვფიქრობ, ეს უკრაინული დემოკრატიისთვის წინგადადგმული ნაბიჯია“, - აცხადებს დემოკრატიის განვითარების ფონდის პრეზიდენტი კარლ გერშმანი.

ექაპერტი დევიდ კრამერი კი ფიქრობს, რომ არჩევნების შედეგი სიურპრიზი არც მისთვის ყოფილა.

„გამომდინარე წინასაარჩევნო კვლევებიდან, ეს არ ყოფილა სურპრიზი, ზელენსკიმ უფრო კარგი შედეგი აჩვენა, ვიდრე ბევრი ფიქრობდა. ეს შედეგი ასახავს ბევრი უკრაინელის შეხედულებას, რომ მათ რეალური ცვლილებები სურთ. რამდენად მოახერხებს ზელენსკი ცვლილების გატარებას - ამას დრო გვაჩვენებს. ის პოლიტიკაში არ ყოფილა და ეს შესაძლოა უკრაინელებისთვის მიმზიდველია, რადგან ისინი უკვე წლებია პოლიტიკაში ერთი და იგივე ადამიანებს ხედავენ და რეალური ცვლილება სურთ“, - ამბობს დევიდ კრემერი ფლორიდის უნივერსიტეტიდან.

ალექსანდერ ვერშბოუ ამბობს, რომ ზელენსკის წარმატება აჩვენებს, რომ 2014 წლის ევრომაიდნის რევოლუციის შემდგომი პოლიტიკური განვითარებით, მოსახლეობა იმედგაცრუებულია.

“არჩევნებმა აჩვენა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი უკმაყოფილება და 2014 წლის შემდგომი რეფორმების ნელი ტემპით გაღიზიანება. ფაქტი, რომ ზელენსკიმ პირველი ადგილი დაიკავა, სწორედ ამ უკმაყოფილებაზე მიუთითებს, თუმცა, მეორე რაუნდამდე ახალი თამაში იწყება და იმედი მაქვს, მეორე რაუნდი იქნება ისევე სამართლიანი და თავისუფალი, როგორც პირველი”, - განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდერ ვერშბოუმ.

"ატლანტიკური საბჭოს" უფროსი მკლევარი ანდერს ასლუნდი ამბობს, რომ ზელენსკის გარშემო რამდენიმე ცნობილი რეფორმატორის გაერთიანება აჩვენებს, რომ ზელენსკი ცვლილებებს გეგმავს, თუმცა, ამერიკის დედაქალაქში ასევე აღნიშნავენ, რომ ჯერ ისევ უცნობია, თუ ვინ იქნება მის კაბინეტში და როგორია მისი ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკური ხედვა.

„ალექსანდრე დანილიუკი და აივარას აბრამოვიჩუსი კარგი, ძლიერი და პატიოსანი რეფორმატორები არიან. ისინი ზელენსკის გვერდით დგანან. ეს პოზიტიურია... ეს თავისუფალი, სამართლიანი და ძალზედ კონკურენტული არჩევნები იყო. ჩვენ ვნახეთ, რომ მთავარი ეროვნული საკითხი კორუფციაა, და სწორედ კორუფციის წინააღმდეგ გამოვიდა სამი კანდიდატი-ზელენსკი, ტიმოშენკო და გრიცენკო და მათ ერთად 50 პროცენტი აიღეს“, - აცხადებს „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკლევარი ანდერს ასლუნდი.

„ზელენსკის კრიტიკოსები მიუთითებენ მის კავშირებზე ოლიგარქ იგორ კალამოისკისთან - რომელიც იმ არხის მფლობელია, სადაც მისი ტელეშოუ გადაიცემოდა. სავარაუდოდ, მეორე ტურის წინ - პრეზიდენტი პოროშენკო სწორედ ამ არგუმენტს გამოიყენებს. ამ დრომდე პოროშენკო ცდილობდა ზელენსკი წარმოედგინა, როგორც პოლიტიკურად გამოუცდელი კანდიდატი, რომელიც ვერ მოახერხებს საშინაო და საგარეო გამოწვევებთან გამკლავებას. თუმცა, ზელენსკის გუნდი ამ კრიტიკის პასუხად აცხადებდა, რომ პოლიტიკური წარსულის არქონა ზელენსკის უპირატესობაა და არა პირიქით“,- ნათქვამია „ამერიკის ხმის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კომიკოსმა ვოლოდიმირ ზელენსკის დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მეორე ტურში ის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს დაუპირისპირდება. “მე მინდა ყველა უკრაინელს მადლობა გადავუხადო, ვინც ხმა უბრალოდ მხიარულებისთვის არ მისცა“, - განაცხადა ზელენსკიმ. პოროშენკო, კი უფრო მეტი მოკრძალებულობით გამოირჩეოდა. „მე არ ვგრძნობ ეიფორიას. მე კრიტიკულად და ნათლად მესმის ის სიგნალი, რაც საზოგადოებამ მისცა ამჟამინდელ ხელისუფლებას“, - თქვა მან.

არჩევნების მეორე ტურში გადასვლა ვერ მოახერხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა