4 აპრილს იუკიო მიშიმას „ნიღბის აღსარების“ პრეზენტაცია გაიმართება

გამომცემლობა „დიოგენე“ იუკიო მიშიმას „ნიღბის აღსარების“ პრეზენტაციას გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, პრეზენტაცია 4 აპრილს გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, იაპონელი მწერლის, იუკიო მიშიმას (1925-1970) რომანმა „ნიღბის აღსარება“ გამოსვლისთანავე 24 წლის ავტორს საყოველთაო აღიარება მოუტანა.

„ამ სანახევროდ ავტობიოგრაფიულ წიგნში თავგზააბნეული ახალგაზრდა კაცის ფარული მისწრაფებების კვლევას დროდადრო სადომაზოხისტური ფანტაზიები ენაცვლება. განსაკუთრებული მგრძნობელობით გამორჩეულ მთხრობელს ნიღბების ცვლა შესანიშნავად გამოსდის და ერთგვარად ეხმარება კიდეც, დარჩეს ბოლომდე გულწრფელი, თვალი გაუსწოროს ძნელად გასააზრებელ სიმართლეს. ძალადობა, სხვადასხვა სახით გამოვლენილი სექსუალობა, ადრეულ ასაკში სიკვდილის გამძაფრებული წყურვილი - ამ წიგნში იუკიო მიშიმასთვის მნიშვნელოვან ისეთ თემებს ვხვდებით, რომლებსაც მოგვიანებით დაწერილ რომანებში იგი არაერთხელ დაუბრუნდება“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა