დავით ზალკალიანი - ძალიან გაკვირვებული ვარ იმ პროვოკაციული განცხადებებით რომელიც გარკვეულ მედიასაშუალებებში გავრცელდა

ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება ავრცელებს აბსურდულ ინფორმაციას, თითქოს, ჩემი ვიზიტი ესპანეთში კავშირშია ბარსელონაში ორი დღის წინ განვითარებულ მოვლენებთან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბარსელონაში ესპანელი სამართალდამცავების მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია და წლის დასაწყისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ესპანეთში ვიზიტი ურთიერთკავშირია.

ზალკალიანის თქმით, მსგავსი სახის აბსურდული განცხადებები ზიანს აყენებს საქართველოს.

„საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო მოქალაქეებს ჰქონდეთ ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების უფლება. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება და გზავნილი პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისადმი ევროკავშირის მხრიდან. ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი, რომელსაც გაფრთხილება ჭირდება, ყოველდღიური გაფრთხილება. ასობით ათასი ჩვენი კეთილსინდისიერი მოქალაქე სარგებლობს ამ სიკეთით, რომელსაც მოაქვს სიკეთე ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, ბიზნესმენებისთვის, საქმიანი ადამიანებისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. მსგავსი სახის აბსურდული განცხადებების და ინფორმაციის გავრცელება არის პროვოკაციული და ზიანს აყენებს საქართველოს, ზიანს აყენებს ათასობით და ასი ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს. ამიტომ მე ყველას მოვუწოდებ, რომ არ აყვნენ ამ პროვოკაციას”, განაცხადა დავით ზალკალიანმა

მისი განცხადებით, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე საუბარი მიმდინარეობდა საქართველოსა და ესპანეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე და საქართველოში ევროკავშირში ინტეგრაციის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და ვიზიტის ფარგლებში ესპანურმა მხარემ მნიშვნელოვანი პოზიტიური გზავნილები გააჟღერა:

„ჩემი ესპანეთში ვიზიტის დროს საუბარი გვქონდა ორმხრივ ურთიერთობებზე და საქართველოში ევროკავშირში ინტეგრაციის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, ესპანეთი საქართველოს განიხილავს, როგოც უსაფრთხო ქვეყანას და მოუწოდა საქართველო მოქალაქეებს, რომ არ განახორციელონ ისეთი ქმედებები რომელიც საფრთხეს შექმნის მათ ესპანეთში ყოფნას. ეს იყო ძალიან კარგი პრევენციული განცხადება, რომელიც მან გააკეთა. აქედან გამომდინარე, მე ძალიან გაკვირვებული ვარ იმ პროვოკაციული განცხადებებით რომელიც გარკვეულ მედიასაშუალებებში გავრცელდა“. განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამაინისტრო ავრცელებს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს