პრემიერი - საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„მე მინდა დიდი სიხარულით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ პირველად ჩვენს რეგიონში, საქართველოში, იწყება ელექტრომობილების წარმოება. კომპანია „ჩანგანმა“, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ელექტრომობილების მწარმოებელი, რომლის სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი გიგანტები, როგორიც არის „ვოლვო“,“ ფოლკსვაგენი“, „ფორდი“, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ საქართველოში აშენდება ელექტრომობილების ქარხანა და უკვე 2020 წლიდან ჩვენ შევძლებთ ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები. ჩვენ შევარჩიეთ ქალაქიც, ქალაქი რომელსაც აქვს დიდი ინდუსტრიული გამოცდილება, ქალაქი რომელიც თითოეულ ქართველს უყვარს. ელექტრომობილების ქარხანა აშენდება ქუთაისში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ქარხნის წარმადობა იქნება 40 000 ავტომობილი, საიდანაც 50% იქნება შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი, ხოლო 20 000 იქნება ექსპორტზე გატანილი, ევროკავშირში.

„ეს არის უდიდესი წარმატება, ელექტრომობილები, საქართველოში წარმოებული, წარწერით made in Georgia იქნება მთავარი საექსპორტო პროდუქტი ევროპის ბაზარზე საქართველოდან. ჩვენ ამ ქარხანაში დავამზადებთ 4 მოდელის ელექტროავტომობილს, რომელიც განკუთვნილი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ გაყიდონ თავიანთი ძველი ავტომობილები და შეიძინონ ახალი ელექტრომობილები, ეს იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის. მინდა გითხრათ ისიც, რომ ჩვენ მოგვიწია ძალიან დიდი კონკურენციის დაძლევა, რამდენიმე ძალიან მსხვილი და ძლიერი ქვეყანა აცხადებდა ინტერესს, რომ მათთან შექმნილიყო ეს საწარმო. მე მინდა, რომ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ სწორედ საქართველოში შეიქმნება ასეთი მაღალტექნოლოგიური წარმოება, ეს არის დიდი გამარჯვება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი გამარჯვებები წინ კიდევ უფრო ბევრი გვაქვს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო: Made in Georgia - როგორ გამოიყურება ელექტრომობილები, რომელთა საქართველოში წარმოება იგეგმება

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა