დოჰაში საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 140-ე ასამბლეა გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, კატარში იმყოფება, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 140-ე ასამბლეა გაიხსნა.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დოჰაში ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კატარის ემირთან, შეიხ თამიმ იბნ ჰამად ალ თანისთან შეხვედრით დაიწყო. მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე გამახვილდა.

ასამბლეის პირველ სამუშაო დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან ერთად, მაღალი რანგის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

სპიკერები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების, არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების, გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში პარლამენტების როლზე, არსებულ გამოწვევებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ.

დოჰაში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე და დელეგაციის წევრები ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ და ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: - მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, დავით ბაქრაძე, გიორგი ხატიძე და ივლიანე წულაია, პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

იხილეთ ვიდეო

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა