„თეგეტა აკადემია“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებას აცხადებს

„თეგეტა აკადემია“ აცხადებს მიღებას ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების (დუალური) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თეგეტა აკადემიიდან“ აცნობეს.

მთივე ცნობით, კურსი მოიცავს 81 კრედიტს, სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს წელიწადს და რვა თვეს. აქედან თეორიული სწავლებისთვის განკუთვნილია 8 თვე, ხოლო პრაქტიკული ნაწილი მოიცავს საწარმოში მუშაობას ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი ანაზღაურებით.

მსურველები გადიან შერჩევის სამ ეტაპს - რეგისტრაცია, ტესტირება და გასაუბრება. დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ ელექტრონული წესით მოცემულ ლინკზე -https://bit.ly/2I6OP7g პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია წარმოებს 13 აპრილამდე.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ საბაზო პროფესიული კვალიფიკაციას მსუბუქი ავტომობილის შეკეთებაში. საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ელექტრიკოსის და დიაგნოსტიკის სპეციალისტად კომპანია „თეგეტა მოტორსსა“ და მის შვილობილ კომპანიებში.

„თეგეტა აკადემიამ“ ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილებით, მოიპოვა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება და გახდა საქართველოში პირველი კერძო კოლეჯი, რომელიც განახორციელებს საავტომობილო ტრანსპორტის შეკეთების მიმართულებით პროგრამას სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით. სამუშაოზე დაფუძნებული პროფესიული განათლების კონცეფცია საქართველოში სიახლეა, ამ მოდელში სამუშაო და სასწავლო გარემო მჭიდროდაა დაკავშირებული და სტუდენტები სწავლობენ ზუსტად იმას, რასაც მოგვიანებით პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენებენ.

„თეგეტა აკადემია“ დაარსდა 2013 წელს, სასწავლო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, კომპიუტერული ლაბორატორიით, ბიბლიოთეკით და საკონფერენციო დარბაზით. იგი წარმოადგენს უნიკალურ სასწავლო პლატფორმას ავტოინდუსტრიის მიმართულებით. სასწავლო ცენტრის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება. აკადემიაში ყოველწლიურად 1350-მდე პირი გადის სწავლებას, მათგან საუკეთესო სტუდენტების დასაქმებას უზრუნველყოფს თეგეტა მოტორსი. მხოლოდ გასულ წელს თეგეტა მოტორსმა 500-მდე ახალი კადრი დაასაქმა.

“თეგეტა აკადემიის“ ტრენინგ კურსებს უძღვებიან როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტრენერები მსოფლიოს წამყვანი ავტოინდუსტიის სფეროდან, როგორებიც გახლავთ: „ბოში“, „მოტული“, „პორშე“, „შელი“, „მიშელინი“, „ტოიოტა“ და სხვ.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)