ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით 2 პირი: 1999 წელს დაბადებული ა.ხ. და 1998 წელს დაბადებული ნ.ჭ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მაღაზიათა ქსელ „სპარის“ გორის ფილიალში შეაღწიეს, ფარულად დაეუფლნენ ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა