მაია ცქიტიშვილი - ხულოს მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ ყველაზე კარგად იცის, რა პრობლემები და შესაძლებლობები არსებობს მუნიციპალიტეტში

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა შუალედურ არჩევნებში ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ვახტანგ ბერიძე წარადგინეს.

„ვახტანგ ბერიძე მთელი თავისი შრომითი საქმიანობის განმავლობაში იყო ხულოს რაიონში და ყველაზე კარგად იცის, რა პრობლემები და შესაძლებლობები არსებობს“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში ყველაზე მნიშვენლოვანია, მერობის კანდიდატმა რაიონის პრობლემები სიღრმისეულად იცოდეს.

„ამ ადამიანმა მთელი ცხოვრება გაატარა ხულოში. მან ისწავლა ბათუმში, მაგრამ დაუბრუნდა ხულოს და მთელი მისი შრომითი საქმიანობის განმავლობაში იყო ხულოს რაიონში. ეს ნიშნავს იმას, რომ მან ყველაზე კარგად იცის, რა სჭირდება, რა პრობლემები და შესაძლებლობები აქვს ხულოსა და მონიციპალიტეტს იმისთვის, რომ ეს პრობლემები კიდევ უფრო უკეთ გადავწყვიტოთ, ყველანი უფრო ეფექტურები ვიყოთ. როდესაც მერის არჩევნებზე ვსაუბრობთ, როდესაც ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩევნებზე ვსაუბრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მერმა ყველაზე კარგად და ყველაზე სიღრმისეულად იცოდეს მისი რაიონის პრობლემები, ასევე, ყველაზე კარგად შეეძლოს თქვენი ხმის მოტანა“, - მიმართა ცქიტიშვილმა ბერიძის წარდგენაზე შეკრებილ მოსახლეობას.

თავად კანდიდატმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია, აკეთოს ის საქმე, რაც დღეს ქვეყანასა და ხულოს მოსახლეობას სჭირდება.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელობას, პოლიტიკურ გუნდს, რომ მომცა იმის საშუალება, თქვენთან დღეს გამოვსულიყავი და დამედო პირობა, რომ ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით“, - განუცხადა ბერიძემ შეკრებილ მოსახლეობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა