სოფო ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გაიმართა

ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს ორი სამთავრობო სამოქმედო გეგმის, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების“ და “ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმების შესრულების მდგომარეობა.

„სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების მიერ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩართული ექსპერტები.

შეხვედრების ძირითადი ნაწილი სამოქმედო გეგმების მიზნების, ამოცანების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას დაეთმო. გარდა ამისა, სამუშაო ჯგუფებმა განიხილეს გამოწვევები და მათი დაძლევის მიზნით უწყებებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.

შეხვედრებზე ჯგუფების წევრებმა ისაუბრეს წარმატებულ გამოცდილებაზე, მათ შორის აღსანიშნავია უსაფრთხოების სექტორში განხორციელებული ღონისძიებები გენდერული პოლიტიკის ინტეგრირების კუთხით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარმატებით განხორციელებული არაერთი ძირეული ცვლილება, ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების, უწყებათა კომპეტენციისა და საზოგადოების ცნობიერების გაზრდის მიმართულებებით განხორციელებული ღონისძიებები.

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა 2019 წლის დასაწყისში განახლდა, რის შედეგადაც უწყებებმა განსაზღვრეს კონკრეტულ თემატურ მიმართულებებზე პასუხისმგებელი პირები. აღნიშნული პროცესი მიზნად ისახავს უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში სამინისტროების ჩართულობის გაზრდას და ეფექტიანი კოორდინაციის განხორციელებას“, - აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 18.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო