თსუ-ში გამოფენა გაიხსნება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გამოფენა გაიხსნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, გამოფენაზე ექვთიმე თაყაიშვილის, თედო სახოკიას, სერგი გორგაძის, იროდიონ სონღულაშვილის, დავით კარიჭაშვილის, მოსე ჯანაშვილის, ვუკოლ ბერიძის, ივანე ჯავახიშვილის, გიორგი ჩიტაიას, ვერა ბარდაველიძის, სერგი მაკალათიას, ალექსი ოჩიაურის, კალისტრატე ცინცაძის, კათალიკოს-პატრიარქების ლეონიდესი და კირიონ II-ის საქმიანი მიმოწერა, საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მოღვაწეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტური მასალა, მათ მიერ შეგროვილი რარიტეტებად ქცეული უნიკალური წიგნები, გიორგი ჩიტაიას და ვერა ბარდაველიძის საინტერესო ეპისტოლარული მემკვიდრეობა დედნების სახით იქნება წარმოდგენილი. გამოფენა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მოღვაწეობას ეძღვნება.

ექვთიმე თაყაიშვილის მიერ 1907 წელს დაარსებულმა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებამ საკუთარ თავზე აიღო საქართველოს ისტორიის, მისი ხალხის ზნე-ჩვეულებებისა და ხელოვნების ნიმუშთა შეგროვება-შესწავლა. სწორედ ამ საქმეს ემსახურებოდა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელიც 1907 წელს გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მეცნიერისა და ჭეშმარიტი მამულიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის უშუალო თაოსნობით დაარსდა. ექვთიმემ თავიდანვე შემოიკრიბა მოწინავე ქართველი ინტელიგენცია: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, ანასტასია მაჩაბელი, ივანე ჯავახიშვილი, ალექსანდრე ცაგარელი, იაკობ გოგებაშვილი, დავით და ალექსანდრე სარაჯიშვილები და სხვები. ფაქტობრივად, საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება იყო პირველი სამეცნიერო დაწესებულება საქართველოში, რომელმაც იტვირთა სახალხო უნივერსიტეტის ფუნქცია და მოამზადა ნიადაგი პირველი ეროვნული უნივერსიტეტის გასახსნელად.

გამოფენაზე პირველად იქნება წარმოდგენილი საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი, განსაკუთრებით საინტერესოა მიმოწერა, მსოფლიო მნიშვნელობის ეთნოლოგებთან: ო. ბუდინთან, ტ. დოლგიხთან, მ. კოსვინთან, რ. გერტრუდთან, დ. ფიგოლთან, ნ. კოსველთან, ა. ტიუმენოვთან, მ. იშტვანოვიჩთან, ლ. კუნცთან, ლ. მინკოსთან, ტ. ხადიხთან, ნანკის, ბრნოსა და ჩიკაგოს მუზეუმების წარმომადგენლებთან და სხვებთან.

საარქივო ჩანაწერები და ფოტო მასალა დაცულია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების ფონდში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ არქივში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო