აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პროკურატურაში გადაგზავნილ 46 ანგარიშში დაფიქსირებულ დანაშაულებებზე გამოძიება მიმდინარეობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016-2017 წლებში პროკურატურას 46 ანგარიშში დაფიქსირებული სისხლის სამართლის დანაშაულის რისკის შემცველი გარემოებები გადაუგზავნა, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით 2016-2017 წლებში განხორციელებული აუდიტების შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს. აუდიტის სამსახური გამოვლენილი დანაშაულებების დროული გამოძიების აუცილებლობაზე მიუთითებს.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში მჭიდროდ თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება. მნიშვნელოვანია, რომ საქმეები დროულად დასრულდეს, რათა მოხდეს ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამასთანავე, სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებას პრევენციული ეფექტი ექნება სხვა მუნიციპალიტეტებისათვის,“-აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2016-2017 წლებში 29 ანგარიშში დაფიქსირებული სისხლის სამართლის დანაშაულის მაღალი რისკის შემცველი გარემოებები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში, ამასთან 2016 წელს სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაგზავნილია 2015 წელს ჩატარებული 17 აუდიტის ანგარიშში დაფიქსირებული გარემოებები.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო