„პოლიმერული დარგის მწარმოებელთა ასოციაციის“ წარმომადგენელი - მომხმარებელი, 5 თეთრად ღირებულ პოლიეთილენის პარკს სუპერმარკეტების ქსელებში 20 თეთრად ყიდულობს

„ფალსიფიცირებულ პროდუქციას, რომელიც საზღვარზე შემოედინება, შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი, რომელიც რეალურად 5 თეთრად ღირებულ პოლიეთილენის პარკს 20 თეთრად ყიდულობს სუპერმარკეტების ქსელებში,“ - ამის შესახებ „პოლიმერული დარგის მწარმოებელთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა მელიტა პატარიძემ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება-რეალიზაციაზე მსჯელობენ.

მისი თქმით, დღეს საქართველოში კვლავ შემოდის ფალსიფიცირებული პროდუქცია. როგორც პატარიძემ განაცხადა, არის შემთხვევები, როდესაც ჩვეულებრივ პოლიეთილენის პარკს ბიოდეგრადირებადი ტყუილად აწერია.

„კვლავ შემოდის უამრავი რაოდენობით ფალსიფიცირებული პროდუქცია. ჩვენ მიერ სამხარაულში წარდგენილ იქნა ერთ-ერთი კომპანიის მიერ იმპორტირებული პოლიეთილენის პარკი, რომელსაც ეწერა ბიოდეგრადირებადი პროდუქტი, მაგრამ ის რეალურად იყო ჩვეულებრივი პოლიეთილენი. სამხარაულმა ამ პროდუქტზე დადო დასკვნა, სადაც ძირი პოლიეთილენი დადგინდა.

ფალსიფიცირებული პროდუქცია, რომელიც საზღვარზე შემოედინება, აზარალებს არა მხოლოდ გარემოს, არამედ შეცდომაში შეჰყავს კეთილსინდისიერი მომხმარებელიც, რომელიც რეალურად 5 თეთრად ღირებულ პოლიეთილენის პარკს ყიდულობს 20 თეთრად სუპერმარკეტების ქსელებში,“ - განაცხადა მელიტა პატარიძემ.

მისივე ინფორმაციით, მეწარმეთა ნაწილმა ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება დაიწყო, თუმცა შემსყიდველმა მხარემ ძვირადღირებული პროდუქტის შეძენაზე, რომლის ფასიც 18-20 თეთრი გახდა, უარი განაცხადა.

„ჩვენ, მეწარმეებმა, რომლებიც დღეს თქვენ წინაშე ვართ წარმოდგენილი, უარი განვაცხადეთ მსგავს დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართვაზე. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით გავიაზრეთ დადგენილება და გადავწყვიტეთ, რომ შეგვეძინა საკმაოდ ძვირდაღირებული პოლიეთილენის გრანული, შემოვიტანეთ, დავიწყეთ ბიოპროდუქტის გამოშვება. თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველა შემსყიდველმა მხარემ, ჩვენს წარმოებულ უკვე ბიო პროდუქტზე განაცხადა უარი იმიტომ, რომ ჩვენი პროდუქტის ღირებულება გახდა დღეს 18-20 თეთრი ცალი, მაგრამ ის ყიდულობს ვითომ ბიოდეგრადირებად პარკს, რომელიც დღესდღეეობით ისევ ძველი ფასით დარჩა,“ - განაცხადა მელიტა პატარიძემ.

პარლამენტში გარემოს დაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, სადაც განხილვის მთავარი თემა პოლიეთილენის, არადეგრადირებადი პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაა. მწარმოებლები ამბობენ, რომ ბიოდეგრადირებად პროდუქციაზე გადასვლის წინააღმდეგი არ არიან, მაგრამ პრობლემა ვადებთან დაკავშირებით აქვთ. მათივე განცხადებით, ის გეგმა, რაზეც იყო საუბარი, არ შესრულდა და 1 აპრილს ცუდი ფაქტის წინაშე დადგნენ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა