ეკა ბესელია უმრავლესობას მოსამართლეთა შერჩევაზე - თქვენ ვერ ხედავთ, რამდენად სახიფათოა პოლიტიკურად იმ მომენტების ვერ შეგრძნება, რაც ამ პროცესს ახლავს

თქვენ ვერ ხედავთ, რამდენად სახიფათოა პოლიტიკურად იმ მომენტების ვერ შეგრძნება, რაც ამ პროცესს ახლავს, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ იუიდიულ საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგზე განაცხადა, სადაც კამათი პროცედურულ საკითხზე მიმდინარეობს. კერძოდ, ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი დეპუტატები მოითხოვენ, კომიტეტის დღის წესრიგიდან ამოღებულ იქნას უმრავლესობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევას უკავშირდება იქამდე, ვიდრე ვენეციის კომისიის დასკვნა არ იქნება ცნობილი.

ეკა ბესელიას თქმით, უმრავლესობის არგუმენტი, რომ აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა სიმწირის გამო ხდება, მიუღებელია. მისი თქმით, მიუხედავად სიმწირისა, უზენაეს სასამართლოში იმაზე ნაკლებად ირღვევა საქმეთა განხილვის ვადები, ვიდრე ეს ხდება პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში.

„გულწრფელად მაწუხებს ის, რომ თქვენ ვერ ხედავთ, რამდენად ზიანდება მთლიანად პროცესი ელემენტარული წესების ასეთი დაუცველობით. თქვენ ვერ ხედავთ, რამდენად სახიფათოა პოლიტიკურად იმ მომენტების ვერ შეგრძნება, რაც ამ პროცესს ახლავს. როდესაც ამბობ, რომ ხვალ მივიღებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და პლენარულ სხდომაზე გავიზიარებ, ეს იმდენად არასერიოზული განცხადებაა, რომ ამით პირდაპირ ამბობ: ამ კომიტეტს არავითარი მნიშვნელობა არ აქვსო. თუ ამ კანონპროექტს განიხილავთ მეორე მოსმენით, მე პირადად არ ვაპირებ ამ ფარსში მონაწილეობას.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა იმას, რომელი პარტია რას იტყვის და რა პოზიციას დააფიქსირებს, არამედ იმას, საზოგადოება რამდენად მტკივნეულად რეაგირებს, როდესაც ასე უპატივცემულოდ ექცევი მის განწყობებს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა