გიორგი ტყემალაძემ სამგორის რაიონში მდებარე სკოლებს საჩუქრად წიგნები გადასცა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე მის სამაჟორიტარო ოლქში მდებარე საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, შეხვედრა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის მიერ, 23 აპრილის წიგნის ჩუქების დღედ დაწესებასთან დაკავშირებით გაიმართა.

გიორგი ტყემალაძის განცხადებით, აღნიშნულ ინიციატივას თბილისის საკრებულო უერთდება. დღესვე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დირექტორებს სასკოლო ბიბლიოთეკებისთვის საჩუქრად წიგნები გადასცა.

მისივე თქმით, ძალიან საჭირო ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც ყველა უნდა შეუერთდეს.

„დიდი სიამოვნებით ვუერთდები წიგნის ჩუქების დღეს. ძალიან კარგი ინიციატივაა. ამ დღესთან დაკავშირებით, შევხვდი ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მდებარე სკოლების დირექტორებს და სასკოლო ბიბლიოთეკებისთვის წიგნები გადავეცი. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მომავალშიც არაერთ აქციას და ღონისძიებას გავმართავთ. ვფიქრობ, რომ სასკოლო ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შეძენა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ტყემალაძემ.

შეხვედრაზე სკოლების ბიბლიოთეკების დასახმარებლად მომავალში განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს