76 წლის მიხა არაბული ხევსურეთიდან ვერტმფრენით დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი - 76 წლის მიხა არაბული ხევსურეთიდან დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ექიმები შესაბამის დახმარებას უწევენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი ოპერაციების მართვის ცენტრ - „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ მიხა არაბულს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.

„დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აღნიშნული დახმარების აღმოჩენა ვერ ხერხდებოდა. დაუყოვნებლივ დაიგეგმა სამაშველო ოპერაცია, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, მაშველთა 2 ჯგუფი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი ჩაერთო. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაცია წარმატებით განხორციელდა.

დუშეთში ჩამოფრენისთანავე, ვერტმფრენს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი დახვდა. 76 წლის მიხა არაბული დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს