ლევან იზორია - მიუხედავად რუსეთის რეაქციისა,  ამერიკული   სამხედრო გემების ვიზიტები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის განმტკიცებას რეგიონში

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია რუსული გემების მხრიდან შავი ზღვის აკვატორიაში შემოსული ამერიკული ხომალდის „როსი“ ადევნების ფაქტს გამოეხმაურა. . მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის რეაქციის მიუხედავად, აშშ- ს გემების ვიზიტი მშვიდობის განმტკიცებას გულისხმობს.

"როგორც იცით, ჩვენი პოლიტიკა არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვუზრუნველვყოთ მშვიდობა რეგიონში, ამიტომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ნატოს წევრი სხვა ქვეყნების მხრიდან სამხედრო გემების ვიზიტი საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია იმისკენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ საქართველო იყოს დაცული ყოველგვარი საფრთხისგან და როდესაც დაცულობის მაღალ ხარისხზე ვსაუბრობ, მათ შორის სამხედრო კომპონენტი არის ერთერთი მნიშვნელოვანი ასპექტი და როგორც გითხარით დინამიკა, რომელიც გვაქვს, განსაკუთრებით წელს, როგორც ამერიკასთან ასევე ნატოს წევრ სხვა ქვეყებთან, სამხედრო სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით არის უპრეცენდენტო, კერძოდ ეს არის რიგით მეორე სამხედრო ხომალდი და ასევე ერთი კვირის წინ ვმასპინძლობდით ნატოს ოთხ სამხედრო ხომალდს. ვიზიტები წლის განმავლობაში გაგრძელდება. მიუხედავად რუსეთის რეაქციისა, კიდევ ერთხელ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ აღნიშნული სამხედრო თანამშრომლობა, სამხედრო გემების ვიზიტები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის განმტკიცებას რეგიონში",- განაცხადა ლევან იზორიამ

ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდი USS Ross 21 აპრილს შემოვიდა, რომელსაც ორი რუსული სამხედრო გემი აედევნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო