წინასააღდგომოდ, “ჯორჯიან მანგანეზის” ორგანიზებით, ჭიათურასა და ზესტაფონში საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართა

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ორგანიზებით, წინასააღდგომოდ, ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონსა და ზესტაფონში, დღის ცენტრ „ცხოვრების მეგზურში“, საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართა.

“ჯორჯიან მანგანეზის” ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს „ჩვენი თეატრის“ მენტორები ეწვივნენ და 2-საათიანი ვორკშოპი გასართობი პროგრამის თანხლებით ჩაუტარეს.

სპეციალურად სააღდგომო თემატიკასთან ასოცირებული სხვადასხვა ფიგურა ბავშვებმა, დიზაინერ ანუკი არეშიძესთან, აღმზრდელებთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მოხატეს და გააფერადეს.

დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ბავშვებს, კომპანია „მოროზპროდუქტი ჯორჯიას“ პროდუქცია, კომპანიის დამფუძნებელთან ერთად გადასცა.

“ჯორჯინ მანგანეზმა“ ბავშვებს სააღდგომო პასკა, კვერცხები და სხვა ტკბილეული და პროდუქტი ჩაუტანა.

„ცხოვრების მეგზური“ საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე ორგანიზაციაა. რაც ვმუშაობ ფეროშენადნობთა ქარხანაში, მახსოვს, რომ აღნიშნული დღის ცენტრი ბავშვებზე ზრუნავს. წლების განმავლობაში ფეროშენადნობთა ქარხანა ამ ახალგაზრდებს, ბავშვებს, ხელმოკლე ოჯახის წარმომადგენლებს ხელს უმართავს. მივესალმები ინიციატივას, რომელიც ანუკი არეშიძემ გამოიჩინა, 3-4 კვირაა, ბავშვები მათი დაფინანსებით და ხელშეწყობით, სწავლობენ თექას, სამკერვალო საქმეს და ისეთ თვისებებს იძენენ, რაც თითოეულ მათგანს ცხოვრებაში გამოადგება. მიხარია, რომ კომპანია „მოროზპროდუქტმა“ ბავშვებს საჩუქრები - მრავალი სახეობის პროდუქტი ჩამოუტანა“,- განაცხადა ზესტაფონის „ფეროშენადნობთა“ ქარხნის დირექტორმა ვასილ გველესიანმა.

„ბავშვებს აქვთ ყველაფერი, მაგრამ აკლიათ ადამიანებთან ურთიერთობა. არის ეს პრობლემა, რადგან პანსიონია და, ძირითადად, ჩაკეტილ სივრცეში უწევთ ცხოვრება. ნებისმიერი სტუმრის შემობრძანება ჩვენს სკოლაში მართლაც დღესასწაულია.

ქალბატონი ანუკი არეშიძე მზრუნველ ხელს და ყურადღებას არ აკლებს სკოლის აღსაზრდელებს, ყველა რელიგიურ დღესასწაულს ულამაზებს ჩვენს ბავშვებს. გამორჩული იყო საახალწლო ღონისძიება, როდესაც კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს ჩვენს ბავშვებს. რაც შეეხება „ჯორჯიან მანგანეზს“, აღნიშნული კომპანია ჩვენს სკოლასთან უკვე 10 წელია, თანამშრომლობს და არაერთი სასიკეთო პროექტი განახორციელეს, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად სპეციალურ მმართველს, ნიკოლოზ ჩიქოვანს და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორს, აკაკი გურჯიძეს“,- განაცხადა ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის დირექტორმა ჯამბულ ყიფშიძემ.

„მიხარია, რომ დღეს სააღდგომო აქცია ჩატარდა, სტუმრად ჩამოვიდა დიზაინერი ანუკი არეშიძე, თანამშრომლებთან და კოლეგებთან ერთად, ასევე, კომპანია „მოროზპროდუქტის“ წარმომადგენლები, რომლებმაც წინასააღდგომო სიხარული და ბედნიერება აჩუქეს ჩვენს ბავშვებს, ჩამოუტანეს საჩუქრები, სამუშაო ხელსაწყოები, სამუშაო მასალა, რომლითაც ბავშვებმა შემდგომ უნდა შექმნან პროდუქცია და 1 ივნისს გამოფენა-გაყიდვა მოეწყოს. ჩვენი ორგანიზაცია 20 წელია არსებობს, 20 წლის მანძილზე ამ ბავშვებთან საწარმოო-შემეცნებით პროგრამებს ვახორციელებთ, რამდენიმე გრანტის მფლობელიც ვართ, მაგრამ ორი თვის წინ, ქალბატონი ანუკი არეშიძის ხელმძღვანელობით, დაიგეგმა სრულიად ახალი მიმართულება ჩვენი ბავშვებისათვის. იმის გარდა, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ დახმარებით, ბავშვები ქსოვას და კერვას სწავლობენ, დაემატა თექა და ფერწერა, ასევე სხვადასხვა ნაკეთობის შექმნა.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ბავშვების შემეცნებითი განვითარებისთვის. ისინი ეუფლებიან ისეთ პროფესიებს, რაც მომავალში გამოადგებათ, მათ ელემენტარულ საარსებო წყაროს მისცემს და მნიშვნელოვან შემოსავალს მოუტანს თვითონ ამ ბავშვებს“,- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ცხოვრების მეგზურის“ პრეზიდენტმა რუსუდან მუმლაძემ.

„გვინდა, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინ ეს ბავშვები ცოტა ბედნიერები იყვნენ. უცხო ბავშვები არ არსებობენ. ყველა ბავშვი ჩვენია. „ნაყინი უყვარს ყველას - უფროსებსაც და ბავშვებსაც, ამიტომ, გადავწყვიტეთ, სააღდგომოდ ბავშვები გაგვეხარებინა. ჩვენი კომპანია ამ პროექტში საქართველოში ბელორუსიის საელჩოს მხარდაჭერით ჩაერთო. მადლობას ვუხდით პროექტში ჩართულ მხარეებს, ნამდვილად სასიკეთო საქმე გავაკეთეთ დღეს“,- განაცხადა ბელარუსული კომპანია „მაროზპროდუქტის“ საქართველოს ფილიალის დირექტორმა ვიქტორია ბიკოვამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს