საქართველო დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მონაწილეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ATM 2019 მონაწილეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, გამოფენას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ესწრება.ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შეხვედრები საერთაშორისო ტურისტული და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან გამართა.

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 40-მდე ქართული კერძო კომპანია არის წარმოდგენილი. გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე თბილისის მერია მონაწილეობს.

გამოფენის ფარგლებში ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება საქმიანი შეხვედრები გამართონ უცხოელ კოლეგებთან. ATM 2019-ზე საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ საქართველოს მიმართულებას, სხვადასხვა ტურისტულ პროდუქტებს და კურორტებს გაეცნონ.

დუბაიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მსოფლიოს 150-ზე მეტი სახელმწიფოს 2500-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია არის წარმოდგენილი. დამთვალიერებელთა რაოდენობა კი დაახლოებით 40 ათასია.

“ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენა და კერძო სექტორის ინტერესი ძალიან მზარდია, ჩვენ გამოფენაზე 35-ზე მეტ ტურისტულ კომპანიასთან ერთად ვიმყოფებით და მათ წარმომადგენლებს საშუალება აქვთ დაამყარონ კონტაქტები ადგილობრივ ტურ-ოპერატორებთან. სპარსეთის ყურის რეგიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყნებიდან მაღალმხარჯველიანი ტურისტების რიცხვი მზარდია. გამოფენის ფარგლებში ჩვენ გავმართეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები სხვადასხვა ავიაკომპანიის, მათშორის: Air Astana, Salam Air, Flydubai, Emirates Airline-ის წარმომადგენლებთან. “ -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს