რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში სასჯელაღსრულების ორი დაწესებულების მშენებლობასთან დაკავშირებით მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში სასჯელაღსრულების ორი დაწესებულების მშენებლობასთან დაკავშირებით მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია ადგილობრივი მოსახლეობისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ არის ორგანიზებული. აქციას დღეს რუსთავის ეპარქიის მრევლიც შეუერთდება. აქციის მონაწილეები ციხის მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ. მათი თქმით, პროტესტი გაგრძელდება მანამდე, სანამ მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. პროტესტის მონაწილეების განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ, რომ რუსთავი ციხეების ქალაქად გადაიქცეს.

"დასახლებულ პუნქტში გვიშენებენ ციხეს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ ვთხოვეთ ადგილობრივ მერიას, არავინ მოგვაქცია ყურადღება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ უშუალოდ იუსტიციის მინისტრს შევხვდეთ, ვინც პასუხისმგებელი და ვალდებულია ჩვენთან. ისეთ ადგილზე არ უნდა აგვიშენონ ციხე, რომელიც ჩვენი ქალაქის წესდებას ეწინააღმდეგება.

ქალაქის მერი მოვიდა აქ ცხრა აპრილს და გვითხრა, რომ 3 მილიონია დახარჯული აქ და მზად არის, რომ ეს თანხა გადაიხდოს, რომ სხვაგან ააშენონ. ჩამობრძანდეს ქალბატონი მინისტრი და დაგველაპარაკოს",-აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შალვა სეთური.

გარა ამისა, აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთავის მერია იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოსაც მიმართავს.

დღეს აქციის ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს ის წერილიც გააცნეს, რომელიც პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს გადაეგზავნა.

ცნობისთვის, ციხის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, ადგილობრივმა მოსახლეობამ პეტიციით უკვე მიმართეს რუსთავის მერიას და საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს. იუსტიციის მინისტრის სახელზე შედგენილ პეტიციას 800-მდე ადამიანი აწერს ხელს. საპროტესტო აქციები ერთ თვეზე მეტია პერმანენტულად მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: რუსთავში ციხის მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“