გრიგოლ ვაშაძე - მოქალაქე ზურაბიშვილს არც ინტელექტი, არც განათლება და არც თავშეკავება აქვს, რომ არ ილაპარაკოს იმაზე, რაზეც წარმოდგენა არ აქვს

ივანიშვილმა პრეზიდენტის ოფისში უსულო საგანი შეიტანა - მოქალაქე ზურაბიშვილს არც ინტელექტი, არც განათლება და არც თავშეკავება აქვს, რომ არ ილაპარაკოს იმაზე, რაზეც წარმოდგენა არ აქვს, - ამის შესახებ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც ამერიკულ სამხედრო ბაზებს შეეხება.

"რომ გითხრათ, მოქალაქე ზურაბიშვილის განცხადებები ძალიან აღელვებს ვინმეს საქართველოში, მოგატყუებთ და ახლა წარმოიდგინეთ, რამდენად აღელვებს მისი განცხადებები ვინმეს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ის, რომ ამ ადამიანს არც ინტელექტი აქვს, არც განათლება და არც თავშეკავება, რომ არ ილაპარაკოს იმაზე, რაზეც წარმოდგენა არ აქვს, ეს სხვა საკითხია. უბედურება ის არის, რომ უსულო საგანი შეიტანა საპრეზიდენტო ოფისში ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ გაცილებით უფრო მეტი წელიწადი, ვიდრე წარმოგვიდგენია, მოგვიწევს ამ უსულო საგნის განცხადებებზე პასუხისმგებლობის ატანა. სამწუხაროდ, შეერთებულ შტატებს არავითარი გეგმა არ აქვს სამხედრო ბაზის გახსნაზე და რა საჭიროა ამ თემაზე გაუაზრებელი, ყოვლად უგუნური განცხადებების გაკეთება, ძნელი წარმოსადგენია", - აღნიშნა ვაშაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ