გამოცდებისათვის რეგისტრაციის მეორე ეტაპი 7 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა 7 მაისს 18:00 საათამდე შეეძლებათ. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტებს ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ექნებათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ასევე 7 მაისის 18:00 საათამდე ექნებათ ტესტის ტიპის შეცვლის საშუალება საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილე კანდიდატებსაც.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. მესამე ეტაპი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს დასრულდება და ამის შემდეგ აბიტურიენტები განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ყველა აბიტურიენტს, გაითვალისწინოს ვადები და საგამოცდო პროცედურები, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე: www.naec.ge.

წინასაგამოცდო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება საინფორმაციო შეხვედრები. ღია კარის დღეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2019 წლის გამოცდებისათვის დარეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობა ასე ნაწილდება: ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულია 41 000 - მდე აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე - 12 000-მდე კანდიდატი, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე - 4 600-მდე სტუდენტი.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025